პროფესიონალური დასუფთავების აპარატები, რომელიც ქართულ ბაზარზე უკონკურენტოა - „კერხერმა“ რიგით მესამე მასშტაბურ გამოფენას უმასპინძლა

6 და 7 ივლისს „ექსპოჯორჯიას“ მე-3 პავილიონში „კერხერის“ ინოვაციური ტექნიკის რიგით მესამე გამოფენა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, 200-მდე სტუმარს ორი დღის განმავლობაში ჰქონდა საშუალება, გაცნობოდა როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე შიდა და გარე გამოყენების პროფესიონალური დასუფთავების ტექნოლოგიას. ამასთან, ყველა სივრცე დეტალურად დაეთვალიერებინა, მიეღო ინფორმაცია აპარატების დანიშნულებისა და ბენეფიტების შესახებ, საკუთარი ხელით გამოეცადა თითოეული აპარატი და შეეგრძნო გერმანული ხარისხი.

„კერხერის“ ინოვაციური ტექნოლოგია სპეციალურად გერმანიიდან მოწვეულმა სტუმარმა წარადგინა, რომელიც პროფესიონალია ინდუსტრიული მტვერსასრუტების სფეროში.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ასევე, აგრო ბიზნესისა და მსხვილი ინდუსტრიის წარმომადგენლები, დაწყებული კვების ინდუსტრიიდან, დამთავრებული მძიმე მრეწველობითა და ნავთობ პროდუქტების გადამუშავებით.

„კერხერის მიერ წარმოდგენილმა ინოვაციურმა დასუფთავების აპარატებმა ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია მოწვეულ სტუმრებში. ჩვენ უკვე მივიღეთ შეკვეთები რამდენიმე აპარატის საქართველოში ჩამოტანასთან დაკავშირებით, რადგან არსებობს ბიზნესები, რომლისთვისაც საწარმოს ტერიტორიის დასუფთავება დიდი გამოწვევაა. დღეისათვის ხომ ჰიგიენა ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენც გვიხარია, რომ მრავალი ბიზნესი ამ მიმართულებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

ეს აპარატები გახლავთ ბიზნესისთვის. ისინი გამოიყენება როგორც უშუალოდ წარმოების პროცესში, როგორიცაა რძის და კვების პროდუქტების დამზადების შემდგომ ავზების რეცხვა, მიმდებარე ტერიტორიის დეზინფექცია, სველი წმენდით იატაკებისა და კედლების დამუშავება, ასევე, ეს აპარატები გამოიყენება შენობების, ქარხნების გარე სივრცეების დასასუფთავებლად, მენეჯმენტის და საწარმოო პერსონალის ოფისებისა და სველი წერტილების დასასუფთავებლად.

ჩვენიტექნოლოგიაუმნიშვნელოვანესიაპროდუქციისმაღალიხარისხისმისაღებადდაასევეპერსონალისუსაფრთხოებისადაჰიგიენისთვის“, - აცხადებენ კომპანია „კერხერში“.

რაც შეეხება გამოყენების სიმარტივეს, ბრენდი ყოველწლიურად უამრავ კვლევას ატარებს, რათა თითოეული აპარატი იყოს მარტივი და კომფორტული. ყოველი აპარატის შეძენისას, კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე ატარებენ ტრეინინგს, აცნობენ პერსონალს მოხმარების და უსაფრთხოების წესებს და მუდმივად ხაზზე არიან დამატებითი საჭიროების შემთხვევაში.

„ჩვენი ბრენდის ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა და ჩვენს ყველა ტექნიკას ადგილობრივი კონკურენტი ნამდვილად არ ჰყავს. გამონაკლისია ბიზნესისთვის მშრალი მტვერსასრუტები და იატაკის მოსაწმენდი აპარატები, თუმცა ინოვაციურ ტექნოლოგიას, როგორიცაა - ინდუსტრიული მტვერსასრუტები განსაკუთრებით საშიში დაბინძურების ასაღებად, ელექტრო ცოცხები, მინის, ავზის, კასრების საწმენდი ტექნოლოგიის ანალოგი, საქართველოს ბაზარზე არ მოიძებნება“,- განმარტავენ კომპანიაში.

"კერხერის" ფირმის დასუფთავების აპარატების შეძენა მომხმარებლებს შეუძლიათ კომპანიის შოურუმებში, თბილისში - აკაკი ბელიაშვილის 167 ნომერში, ასევე საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას 4 ნომერში, ქუთაისში - შოთა რუსთაველის 96 ნომერში და ბათუმში - ლუკა ასათიანის 51 ნომერში. ასევე დაინტერესებულ მომხმარებლისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომია ცხელი ხაზის მეშვეობით. კორპორატიულ გაყიდვებთან დასაკავშირებლად: 0322380306

ცნობისთვის, კომპანია „კერხერი“ თითქმის 100 წელია, რაც მსოფლიო ბაზარზე მოღვაწეობს და ის არის ლიდერი დასუფთავების ტექნოლოგიის წარმოებაში.

ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში 2016 წლიდან ფუნქციონირებს და სხვადასხვა ბიზნესს დასუფთავების მაღალი ხარისხის ტექნოლოგიით ამარაგებს. დღეისთვის, ადგილობრივ ბაზარზე კომპანია წარმოდგენილია ოთხი ფილიალით და ოფიციალური ონლაინ მაღაზიით, რომელიც გერმანული პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს მომხმარებელს.

(R)

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება