ჯო ბაიდენი მაჰმუდ აბასს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბეთლემში პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს შეხვდა.

ბაიდენი დასავლეთ სანაპიროზე მას შემდეგ გაემგზავრა, რაც აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე პალესტინურ საავადმყოფოს ეწვია, სადაც პირობა დადო, რომ პალესტინის ჯანდაცვას 100 მილიონი ამერიკული დოლარით დაეხმარება.

ებრაული მედიის ცნობით, აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინის საავადმყოფოში ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ავტოკოლონას ისრაელის დროშები აღარ ჰქონდა.

როგორც The Jerusalem Post-ი წერს, ბაიდენის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის პალესტინურ საავადმყოფოში ვიზიტის დროს, ისრაელის ოფიციალური პირების თანხლებაზე.

„აღმოსავლეთ იერუსალიმში, ისრაელის ოფიციალური პირების თანხლების გარეშე ბაიდენის ვიზიტი დესტრუქციული ნაბიჯია ისრაელის მიმართ, მაშინაც კი თუ ეს ღიმილითა და ხელის ჩამორთმევით მოხდა“, - აღნიშნა ქნესეთის წევრმა რელიგიური სიონისტური პარტიიდან ორიტ სტრაქმა.

ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში, შეერთებული შტატების პრეზიდენტი საუდის არაბეთს დღეს ეწვევა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა