სამეგრელოს გუბერნატორი -  წალენჯიხას სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 მილიონამდე ლარი გამოეყოფა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 მილიონამდე ლარი გამოეყოფა. ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია აცხადებს, შესაბამის განკარგულებას საქართველოს მთავრობა გამოსცემს და თანხა სტიქიის ფონდიდან გამოიყოფა.

გიორგი გუგუჩიას განცხადებითვე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხა, სწორედ ამ ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება.

მისივე განმარტებით, წალენჯიხას რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ათვისების მხრივ დაბალი მაჩვენებელი აქვს, რისთვისაც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შუამდგომლობით გადაწყდა, რომ სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების გასატარებლად თანხები პირველ რიგში ამ მუნიციპალიტეტს გამოეყოს.

“ვინაიდან წალენჯიხაში სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით დაბალი ტემპით მიმდინარეობს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხების ათვისების პროცესი, ჩვენი შუამდგომლობით ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველ რიგში სწორედ ეს მუნიციპალიტეტი დაკმაყოფილდეს თანხებით, რომლებიც მათ უნდა მიმართონ სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის აღმოსაფხვრელად. თუმცა ჯერი ახლა უკვე მუნიციპალიტეტზეა, თუ რამდენად სწრაფად და ხარისხიან პროექტებს წარმოადგენენ, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაერიცხოთ თანხები და დაიწყონ მუშაობა იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომლებიც სტიქიამ შექმნა", - აცხადებს სახელმწიფო რწმუნებული.

მან ასევე წალენჯიხის მოსახლეობას მიმართა:

“მინდა მივმართო წალენჯიხის მოსახლეობას და ვუთხრა, რომ რწმუნებულის ადმინისტრაცია კვლავაც მზად არის მუნიციპალიტეტს ნებისმიერი სახის დახმარება აღმოუჩინოს, გაუწიოს კონსულტაცია, რათა მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული მოსახლეობის ინტერესები", - აღნიშნა გიორგი გუგუჩიამ.

წალენჯიხის მსგავსად სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თანხები გამოეყოფა რეგიონის იმ მუნიციპალიტეტებსაც, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ივლისის ბოლოს უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა რამდენიმე სოფელში დაზიანდა გზები, ხიდები, ნაპირსამაგრები და სანიაღვრე არხები.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში