შალვა შავგულიძე - „ქართული ოცნების” ამოცანა არ არის ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის შალვა შავგულიძის განცხადებით, „ქართული ოცნების” ამოცანა არ არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია.

მისი თქმით, ქვეყნის ევროინტეგრაცია მაინც მოხდება, ეს უნდა თუ თუ არა ბიძინა ივანიშვილს. აღნიშნული განცხადება შალვა შავგულიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზის ჩაკეტილ კარებთან სიმბოლურად გააკეთა, რითაც გამოეხმაურა იმას, რომ „ქართული ოცნების“ მიერ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო, პლენარული სხდომები არ გაიმართება.

„საზოგადოებისთვისაც ყველაფერი ნათელია. „ქართული ოცნების” ამოცანა არ არის ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს. თან ცდილობენ, ეს ისე გააკეთონ, რომ დაჰბრალდეს ოპოზიციას ან თავად ევროკავშირს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ გამოუვათ, ვინაიდან ქართული საზოგადოების მყარი გადაწყვეტილება დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრირებაა და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება ნაკლები პრობლემებითა და ტკივილებით გავიაროთ ეს გზა. ეს მაინც ასე მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს არ უნდა. “ქართულ ოცნებას” კი, უბრალოდ, საკუთარი ნება არ გააჩნია, ის ექვემდებარება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს, მაგრამ ერთი კაცის ინტერესები ვერ მოერევა ქვეყნის სტრატეგიული განვითარების ხაზს“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

რიგგარეშე სესიის ფარგლებში პარლამენტის სხდომები არ გაიმართება. მიზეზი ის გარემოებაა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა რიგგარეშე სხდომებში მონაწილეობას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კვორუმის მიზეზით სხდომები ვერ გაიხსნება.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა