ოლექსი რეზნიკოვი - ოკუპანტებისგან ათასზე მეტი ქალაქი და სოფელი გავათავისუფლეთ, უნდა გავათავისუფლოთ კიდევ 2500-ზე მეტი პატარა სოფელი და ქალაქი

არსებული მდგომარეობით, უკრაინელმა დამცველებმა რუსი დამპყრობლებისგან უკრაინის ათასზე მეტი ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს, წინ კიდევ 2500-ზე მეტი პატარა სოფლისა და ქალაქის დეოკუპაციაა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე განაცხადა.

"ჩვენ უკვე გავათავისუფლეთ ათასზე მეტი ქალაქი და სოფელი. უნდა გავათავისუფლოთ კიდევ 2500-ზე მეტი პატარა სოფელი და ქალაქი", - განაცხადა მან.

თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის სიჩქარე დამოკიდებულია იარაღის მიღების ტემპზე.

"რუსეთის დამარცხება უდავოდ შეიძლება. უკრაინამ უკვე აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება და ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მზადაა თავისუფალი სამყარო ჩვენს დასახმარებლად. თუ დროულად მივიღებთ საკმარის იარაღს, ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას." - განაცხადა რეზნიკოვმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა