მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, საქართველოში მყოფ ევროპარლამენტარებს შეხვდნენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, საქართველოში მყოფ ევროპარლამენტარებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შალვა ხაჭაპურიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპარლამენტარები ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, ასევე პოლიტიკური მრჩევლები ადამიანის უფლებათა, საგარეო, უსაფრთხოებისა და უშიშროების საკითხებში.

„მე, გიორგი ჩალაძე, მიხეილ სააკაშვილის შვილი და ოთარ თოიძე შევხვდით ოთხ ევროპარლამენტარს. საუბარი შეეხო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას, ასევე დაინტერესდნენ, თუ რა სამართლებრივი მექანიზმებით ვფიქრობთ სასჯელის გადავადებას და რა ვადებთანაა ის დაკავშირებული. ვთხოვეთ, რომ დაგვეხმარონ სამართლიანი სასამართლოს მიღწევაში, რათა ჩვენ შევძლოთ პროცესზე პოზიციების გაჟღერების შემდეგ სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. ყველა ეს საკითხი მოინიშნეს გვითხრეს, რომ იმუშავებენ და დაგვეხმარებიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. ისინი დააკვირდებიან ამ პროცესებს. ევროპარლამენტარებს ბევრი ბერკეტი აქვთ, თუმცა, რომელს გამოიყენებენ, ამაზე შეხვედრისას საუბარი არ ყოფილა. მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ძალიან დაინტერესებულები არიან და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ სამართლიანი სასამართლო. არ ვიცი ვისთან და რა შეხვედრები ჰქონდათ, მაგრამ დაადასტურეს ის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა მძიმეა. უკვე იცოდნენ, რომ მას სახეზე და ხელებზე აღენიშნება არასასიამოვნო დაზიანებები. თქვეს, რომ იმსჯელებენ ამ საკითხზე და კიდევ იქნება კომუნიკაცია ჩვენ მხარესთან“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს