დიეგო კოლასი კარლ ჰარცელის მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე - ეს სევდისმომგვრელია - კარლი იყო ევროპის გუნდის ბრწყინვალე კაპიტანი

საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი აცხადებს, რომ ევროკავშირის ყოფილი ელჩის კარლ ჰარცელის მისამართით გაკეთებული განცხადებები „სევდისმომგვრელია“.

საფრანგეთის ელჩმა ამით უპასუხა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ საქართველოში ევროკავშირის ყოფილი ელჩის კარლ ჰარცელის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა.

„ვფიქრობ, ეს სევდისმომგვრელია. კარლ ჰარცელთან ერთად სამი წელი ვმუშაობდი. ძალიან ვისიამოვნე მასთან ურთიერთობით, როგორც პროფესიული, ისე პიროვნული კუთხით. ის ძალიან კარგი მეგობარი იყო და ის არის ადამიანი, რომელმაც, ვფიქრობ, ძალიან კარგი საქმე გააკეთა“,- აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა.

მისი თქმით, კარლ ჰარცელი იყო ევროპის გუნდის ბრწყინვალე კაპიტანი.

„რამდენიმე თვის წინ, ვფიქრობ, ჩვენ შორს ვიყავით იმ წერტილიდან, რასაც ახლა მივაღწიეთ საქართველოს ევროპული ტრანსფორმაციის მხრივ. მთელი ეს სამუშაო, დაუღალავად კეთდება, თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე, საქართველოს რეფორმების გზაზე მხარდაჭერის კუთხით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა შესაძლებლობა არსებობს. ჩვენ ამას ვაკეთებთ. ჩვენ ეს ერთად გავაკეთეთ. კარლი იყო ევროპის გუნდის ბრწყინვალე კაპიტანი და მე ძალიან მსიამოვნებდა მასთან მუშაობა. მე მესმის, რატომ არის ზოგიერთი იმედგაცრუებული, რადგან არის განცდა, რომ საქართველოს შეეძლო, ან უნდა მიეღო, შესაძლოა იმაზე მეტიც, ვიდრე მიიღო“ , - დასძინა კოლასმა.

საფრანგეთის ელჩი ფიქრობს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ენერგია უნდა იყოს ფოკუსირებული იმისთვის, რომ რეფორმების დღის წესრიგში დინამიზმი იყოს.

„ვფიქრობ, ეს შესაძლებელია და ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაზეც ხალხი უნდა იყოს ფოკუსირებული“, - განაცხადა კოლასმა.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში". მსგავსი პათოსის განცხადებები გაკეთდა პარტიის სხვა ლიდერების მხრიდანაც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა