ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მონეტარული სფერო საზოგადოებისა და ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მონეტარული სფერო საზოგადოებისა და ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

ამის თაობაზე კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს უსმენენ.

კოვზანაძე დაინტერესდა, რამდენად გაითვალისწინა ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის ანგარიშის განხილვისას გამოთქმული პარლამენტის შენიშვნები და რეკომენდაციები.

„ეროვნული ბანკის წარმოდგენილ ანგარიშგებაში სასურველი იყო გამოკვეთილიყო პარლამენტის გასული წლის დადგენილებაში ასახულ შენიშვნებზე და რეკომენდაციებზე რეაგირებები, თუმცა ვიცით, რომ გარკვეული ნაბიჯები რეკომენდაციების შესრულების კუთხით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულია“, - განაცხადა კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მთავარ გამოწვევად ინფლაცია დაასახელა და აღნიშნა, რომ 2021 წელს მონეტარული სფერო იყო და სამწუხაროდ, წელსაც არის მთავარი გამოწვევა საზოგადოებისთვის და ეკონომიკისთვის.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიში წარადგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა