ანრი ოხანაშვილი - ჩვენ დავიწყეთ ნუსხის მომზადება, სადაც არაერთი საკითხია დასმული სასამართლოსთან დაკავშირებით, ეს საკითხები რამდენად არის პრობლემა, ამას სჭირდება დასაბუთება

ჩვენ დავიწყეთ ნუსხის მომზადება, სადაც არაერთი საკითხია დასმული სასამართლოსთან დაკავშირებით, ეს საკითხები რამდენად არის პრობლემა, ამას სჭირდება უკვე დასაბუთება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 15 აგვისტოსთვის ამ საკითხების ავტორები წარადგენენ დასაბუთებას და თითოეულ საკითხზე გაიმართება მსჯელობა.

"ჩვენ მივეცით შესაძლებლობა ყველა მხარეს, რომ გამოეთქვათ აზრი, რაში ხედავენ გამოწვევას და როგორია ამის გადაჭრის გზები. დავიწყეთ კონკრეტული საკითხების განსაზღვრა და შევადგინეთ ნუსხა, სადაც კონკრეტული პირები სვამენ მაგალითად, საკითხს სასამართლოს გადატვირთულობასთან, მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით, ჩვენ დავსვით საკითხი საპროცესო ვადებთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების გადახედვასთან დაკავშირებით, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა პარლამენტის მიერ არჩევის კვორუმის გადახედვასთან დაკავშირებით. ჩვენ დავიწყეთ ნუსხის მომზადება, სადაც არაერთი საკითხია დასმული, ეს საკითხები რამდენად არის პრობლემა, ამას სჭირდება უკვე დასაბუთება, მტკიცებულებებით გამყარება, დასმული საკითხი რამდენად პრობლემაა, თუ ვინმეს სუბიექტური აზრია, ამას სჭირდება უკვე დასაბუთება, ამიტომ ავიღეთ ერთკვირიანი გონივრული ვადა, რომ ყველამ, ვისაც სურს, წარმოადგინოს უკვე ამ საკითხების დასაბუთება. 15 აგვისტოს იქნება შემდგომი შეხვედრა, სადაც დეტალურად თითოეული საკითხის ავტორს მოვუსმენთ და თითოეულ საკითხზე გავმართავთ მსჯელობას, ამის შედეგად გამოიკვეთება, რა არის ფაქტი, რა არის აღქმა, რა არის ობიექტური, რა არის სუბიექტური, რაზე შეგვიძლია შევჯერდეთ, რაზეც ვერ შევჯერდებით ესეც დარჩება ოქმში, "- განაცხადა ოხანაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა