ზურაბ აზარაშვილი - ამ დროისთვის შემოწმება 75 კლინიკაში ჩატარდა, სადაც ინფექციის კონტროლის და ფინანსური მიმართულებით როგორც შენიშვნები, ისე გამოსწორების ვადები მივეცით

ჩვენი აუდიტის სამსახური, რეგულირების სამსახურთან ერთად, ორი მიმართულებით ახდენს შემოწმებას. ამ დროისთვის დაახლოებით 75 კლინიკაში იყვნენ, სადაც ინფექციის კონტროლის კუთხით შენიშვნები და გამოსწორების ვადები მისცეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კლინიკებში შემოწმება ინფექციის კონტროლის გარდა, ფინანსური მიმართულებით ხდება.

ამასთან, აზარაშვილის თქმით, სამინისტრო ჯარიმების დაწესებით ცდილობს კლინიკები აიძულოს, რომ ექიმებს და ექთნებს დროულად გადაუხადონ ის დანამატი, რაც უწყებამ დააწესა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო სერვისის გაწევა და ამაში ადეკვატური თანხების გადახდა იმ მომსახურებისთვის, რა მომსახურებასაც უწევენ. აქედან გამომდინარე, ჩვენი აუდიტის სამსახური, რეგულირების სამსახურთან ერთად ჩემი დავალებით, ორი მიმართულებით ახდენს შემოწმებას: ეს არის ინფექციის კონტროლი, რომელიც პირდაპირ კავშირშია გარდაცვალებასთან და ამის პრევენციასთან. მეორე, ფინანსურად სწორად „დარეპორტება“ სამინისტროში და შემდეგ უწყების მიერ სწორად გადახდასთან. ამ დროისთვის დაახლოებით 75 კლინიკაში იყვნენ, ზოგ კლინიკაში უკვე ორჯერ, სადაც ინფექციის კონტროლის კუთხით შენიშვნები და გამოსწორების ვადები მისცეს. იმ დანამატებს, რასაც სახელმწიფო უხდიდა ექთნებს და ექიმებს, მესამე მიმართულებით, შრომის ინსპექცია ამოწმებს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მაქსიმალური კონტროლი იყოს თანხების სწორად ხარჯვაზე და ადამიანების სწორად მკურნალობაზე, იმ ინფექციების პრევენციაზე, რომელიც სამწუხაროდ, ამ 70-75 კლინიკაში თითქმის ყველგან დაფიქსირდა. გამოსწორების გონივრული ვადა მივეცით, რომ შემდგომი პაციენტები დაგვეცვა ამ ინფექციებისგან. კოვიდის პერიოდი 70-ზე მეტმა კლინიკამ გაიარა, ახლა მიდის მონაცემების დამუშავება, ხარვეზები არის თანხების გადახარჯვასთან დაკავშირებით. ჩვენ ასეთი ღონისძიებებით, რაც დაკავშირებულია ადმინისტრაციულ ჯარიმებთან, ვცდილობთ, რომ დროულად გადაუხადონ ექიმებს, ექთნებს ის დამსახურებული დანამატი, რაც პირდაპირ მიზნობრივად მათ ეძლეოდათ. ყველა მეთოდით ვცდილობთ, რომ ვაიძულოთ, ეს გადაუხადონ“, - განაცხადა მინისტრმა.

აზარაშვილმა ასევე საქართველოში კორონავირუსის გავრცელებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კორონავირუსი არის ვირუსი, რომელიც ადამიანებს სეზონურად შეხვდებათ. მისივე თქმით, ვაქცინაცია კორონავირუსის მსუბუქად გადატანაში ეხმარება, მაგრამ პრევენციას ვერ ახდენს და ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის მუშაობა, რომ ვაქცინამ დაინფიცირების პრევენციის ფუნქცია შეასრულოს.

„რამდენადაც ვიცი, ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის მუშაობა, რომ ვაქცინა სრულფასოვნად ასრულებდეს იმ ფუნქციას, რაც უნდა იყოს ვაქცინა და არა მხოლოდ მსუბუქად გადატანის შესაძლებლობა, არამედ დაინფიცირების პრევენცია. ახლა მუშაობენ იმ ვაქცინაზე, რომ ინფიცირებისგან დაიცვას. დღეს ვხედავთ, რომ ვაქცინაცია მსუბუქად გადატანაში ეხმარება, მაგრამ პრევენციას ვერ ახდენს. დღეს ასეთი ტიპის ვაქცინა გვაქვს“, - განაცხადა აზარაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში