ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა, მათ შორის 6 ბავშვია

ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა, მათ შორის ექვსი ბავშვია. ისრაელი და ღაზა ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში წუხელ განხორციელებულ თავდასხმაში, რომელსაც ოთხი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ებრაული მედიის ცნობით, დილიდან საჰაერო განგაშის ხმა ისმის ცენტრალურ ისრაელსა და ღაზას საზღვართან მიმდებარე ქალაქებში. სირენების ხმა გაისმა იერუსალიმის გარეუბნებშიც.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ისრაელის ქალაქ სდეროთის მიმართულებით ღაზას სექტორიდან სულ მცირე 10 რაკეტა გაისროლეს. ერთ-ერთი ჭურვი ქარხნის მახლობლად დაეშვა, დანარჩენი კი „რკინის გუმბათის“ საჰაერო თავდაცვის სისტემამ გააუვნებელყო.

მედიის ცნობით, ბოლო თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა