პეტრე ცისკარიშვილი - რუსული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს ვერ მიიღებს - გამოსავალია ხელისუფლების ცვლილება ვადამდელი არჩევნების გზით

რუსული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს ვერ მიიღებს, კრიზისი გაღრმავდება და ერთადერთი გამოსავალი არის ხელისუფლების ცვლილება ვადამდელი არჩევნების გზით, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ცისკარიშვილმა პრესკონფერენციაზე ერთ-ერთ ტენდერზე ისაუბრა.

„მაშინ როდესაც უსამშობლო „ქოცები“ ჩვენს უცხოელ მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის საელჩოს, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, შვეიცარიის მთავრობას თავს ესხმიან, ლანძღავენ და ხელოვნურად შექმნილ პოლიტიკურ ზონდერ-დაჯგუფებას ღვარძლით სავსე, რუსულ პროპაგანდისტულ, ანტი დასავლურ და ანტიქართულ მანიფესტებს აწერინებენ, არ ავიწყდებათ მათი მთავარი საქმე და ერთადერთი საფიქრალი - კორუფცია და ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს ხარჯზე მილიარდების კეთება.

საქმე, რომელიც მათ ყველაზე კარგად გამოსდით, განსაკუთრებით თუ ამ საქმეში ოლიგარქ ივანიშვილის ფინანსური ინტერესები დევს.

საუბარი გვაქვს ახლად გამომცხვარ ტენდერზე, რომელიც ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, შვიდი სოფლის ასობით ჰექტარი მიწის გადათხრა-გავერანებას, ჩვენი ბუნების დამახინჯებას, ეკოლოგიური ვითარების დამძიმებას გამოიწვევს და პირდაპირ RMG Gold-ზე ანუ რუსების და ბიძინა-უჩას კომპანიაზეა მორგებული. ტენდერი გამოაცხადეს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვებაზე, აქვე სიმბოლურად ჩადეს საინვესტიციო ვალდებულებები, ვინაიდან კარგად იციან, რომ არც არავინ დაითვლის განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობას, ხოლო ოქრო და სპილენძის მოძიება-მოპოვებაში გაღებულ მიმდინარე ხარჯებს ეს კომპანია ინვესტიციად გააფორმებს.

საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევისა და საერთაშორისო ექსპერტების დაჟინებული რეკომენდაციების უგულებელყოფით ოლიგარქმა პირადი ინტერესიდან გამომდინარე ააფეთქა და მიწასთან გაასწორა საქართველოს კულტურული სიმდიდრე, მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ძეგლი - საყდრისი. ხოლო, ახლა, სხვა ტერიტორიების ხელში ჩაგდება და იქიდან ფინანსური სარგებლის მიღება აქვს გადაწყვეტილი.

არ დაგვავიწყდეს, რომ ივანიშვილის ქონება შვეიცარიაში დე-ფაქტო სანქციების ქვეშაა. ამიტომ ის ჩქარობს, ქართული სახელმწიფოს ხარჯზე გაყინული ფინანსების ასანაზღაურებლად დამატებითი სახსრები მოიპოვოს - საუბარია წლიურად 700-800 მილიონ დოლარ შემოსავალზე.

ამავე დროს, ივლისის ბოლოს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ შემოიღო სანქციების მე-7 პაკეტი, რომელიც ეხება რუსული ოქროს ექსპორტის სრულ აკრძალვას. შესაბამისად, არის სერიოზული და საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს უსამშობლო მოღალატეები იყენებენ RMG Golds-ის სიმძლავრეებს, რათა რუსი პარტნიორები მტკივნეულ ფინანსურ პრობლემებს აარიდონ დასანქცირებული რუსული ოქრო საქართველოში მოპოვებულ ოქროდ გააფორმონ და ჩვენი ქვეყნის გავლით უკანონო რე-ექსპორტი მოახდინონ. ოლიგარქს ეს დამატებითი ტერიტორია მოკლევადიან გეგმებში სჭირდება იმის გასამართლებლად, რომ მოპოვების არეალი გაფართოვდა, მეტი კარიერი გაიხსნა და შესაბამისად, ვითომ სწორედ აქედან ხდება ჭარბი ოქროსა და სხვა ფერადი ლითონების მოპოვება და რეალიზაცია.

ეს გადაწყვეტილება არის ოლიგარქის და რუსეთის მიერ ჩვენი სახელმწიფოს მიწების მიტაცების დაკანონება, ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, საფრთხეს უქმნის ეკოლოგიას და ადამიანების ჯანმრთელობას და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს - ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის განადგურების ხარჯზე მეტი ფული მოიხვეჭოს.

ყოველივე ზემოთ თქმული, პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ითვალისწინებს დეოლიგარქიზაციას, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ რუსული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს ვერ მიიღებს, კრიზისი გაღრმავდება და ერთადერთი გამოსავალი არის ხელისუფლების ცვლილება ვადამდელი არჩევნების გზით", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

პეტრე ცისკარიშვილი - რუსული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს ვერ მიიღებს - გამოსავალია ხელისუფლების ცვლილება ვადამდელი არჩევნების გზით

რუსული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს ვერ მიიღებს, კრიზისი გაღრმავდება და ერთადერთი გამოსავალი არის ხელისუფლების ცვლილება ვადამდელი არჩევნების გზით, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ცისკარიშვილმა პრესკონფერენციაზე ერთ-ერთ ტენდერზე ისაუბრა.

„მაშინ როდესაც უსამშობლო „ქოცები“ ჩვენს უცხოელ მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის საელჩოს, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, შვეიცარიის მთავრობას თავს ესხმიან, ლანძღავენ და ხელოვნურად შექმნილ პოლიტიკურ ზონდერ-დაჯგუფებას ღვარძლით სავსე, რუსულ პროპაგანდისტულ, ანტი დასავლურ და ანტიქართულ მანიფესტებს აწერინებენ, არ ავიწყდებათ მათი მთავარი საქმე და ერთადერთი საფიქრალი - კორუფცია და ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს ხარჯზე მილიარდების კეთება.

საქმე, რომელიც მათ ყველაზე კარგად გამოსდით, განსაკუთრებით თუ ამ საქმეში ოლიგარქ ივანიშვილის ფინანსური ინტერესები დევს.

საუბარი გვაქვს ახლად გამომცხვარ ტენდერზე, რომელიც ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, შვიდი სოფლის ასობით ჰექტარი მიწის გადათხრა-გავერანებას, ჩვენი ბუნების დამახინჯებას, ეკოლოგიური ვითარების დამძიმებას გამოიწვევს და პირდაპირ RMG Gold-ზე ანუ რუსების და ბიძინა-უჩას კომპანიაზეა მორგებული. ტენდერი გამოაცხადეს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვებაზე, აქვე სიმბოლურად ჩადეს საინვესტიციო ვალდებულებები, ვინაიდან კარგად იციან, რომ არც არავინ დაითვლის განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობას, ხოლო ოქრო და სპილენძის მოძიება-მოპოვებაში გაღებულ მიმდინარე ხარჯებს ეს კომპანია ინვესტიციად გააფორმებს.

საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევისა და საერთაშორისო ექსპერტების დაჟინებული რეკომენდაციების უგულებელყოფით ოლიგარქმა პირადი ინტერესიდან გამომდინარე ააფეთქა და მიწასთან გაასწორა საქართველოს კულტურული სიმდიდრე, მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ძეგლი - საყდრისი. ხოლო, ახლა, სხვა ტერიტორიების ხელში ჩაგდება და იქიდან ფინანსური სარგებლის მიღება აქვს გადაწყვეტილი.

არ დაგვავიწყდეს, რომ ივანიშვილის ქონება შვეიცარიაში დე-ფაქტო სანქციების ქვეშაა. ამიტომ ის ჩქარობს, ქართული სახელმწიფოს ხარჯზე გაყინული ფინანსების ასანაზღაურებლად დამატებითი სახსრები მოიპოვოს - საუბარია წლიურად 700-800 მილიონ დოლარ შემოსავალზე.

ამავე დროს, ივლისის ბოლოს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ შემოიღო სანქციების მე-7 პაკეტი, რომელიც ეხება რუსული ოქროს ექსპორტის სრულ აკრძალვას. შესაბამისად, არის სერიოზული და საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს უსამშობლო მოღალატეები იყენებენ RMG Golds-ის სიმძლავრეებს, რათა რუსი პარტნიორები მტკივნეულ ფინანსურ პრობლემებს აარიდონ დასანქცირებული რუსული ოქრო საქართველოში მოპოვებულ ოქროდ გააფორმონ და ჩვენი ქვეყნის გავლით უკანონო რე-ექსპორტი მოახდინონ. ოლიგარქს ეს დამატებითი ტერიტორია მოკლევადიან გეგმებში სჭირდება იმის გასამართლებლად, რომ მოპოვების არეალი გაფართოვდა, მეტი კარიერი გაიხსნა და შესაბამისად, ვითომ სწორედ აქედან ხდება ჭარბი ოქროსა და სხვა ფერადი ლითონების მოპოვება და რეალიზაცია.

ეს გადაწყვეტილება არის ოლიგარქის და რუსეთის მიერ ჩვენი სახელმწიფოს მიწების მიტაცების დაკანონება, ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, საფრთხეს უქმნის ეკოლოგიას და ადამიანების ჯანმრთელობას და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს - ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის განადგურების ხარჯზე მეტი ფული მოიხვეჭოს.

ყოველივე ზემოთ თქმული, პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ითვალისწინებს დეოლიგარქიზაციას, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ რუსული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს ვერ მიიღებს, კრიზისი გაღრმავდება და ერთადერთი გამოსავალი არის ხელისუფლების ცვლილება ვადამდელი არჩევნების გზით", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის