ვალერი გოზალიშვილი - გულწრფელად ვნანობ რაც მოხდა - ბევრი ადამიანი იყო, თორემ იარაღით პატიმართან ახლოს არასდროს მივიდოდი, არათუ ზურგით დავუდგებოდი და თავს ან სამსახურს საფრთხეში ჩავაგდებდი

გულწრფელად ვნანობ იმას, რაც მოხდა, როდესაც ვიცვლებოდით, ვერ წარმოვიდგენდი და ვერანაირად შევამჩნიე გურამ სვანიძე, - ამის შესახებ ესკორტის ოფიცერმა ვალერი გოზალიშვილმა განაცხადა, რომელსაც პატიმარმა ე.წ. კაბურიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა და თავის არეში ჭრილობა მიიყენა.

გოზალიშვილის განმარტებით, შემთხვევის ადგილას ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ,,პატიმარს ზურგით არ დაუდგებოდა და თავს საფრთხეში არ ჩაიგდებდა”.

,,როდესაც ახალი ცვლა შემოდიოდა, ბევრი ადამიანი იყო, თორემ იარაღით პატიმართან ახლოს არასდროს მივიდოდი, არათუ ზურგით დავუდგებოდი და თავს ან სამსახურს საფრთხეში ჩავაგდებდი”, - აღნიშნა ვალერი გოზალიშვილმა.

ცნობისთვის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, 20 აგვისტოს, თბილისში, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მე-3 სართულზე მდებარე დერეფანში, რომლის მიმდებარე პალატებშიც ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრები იყვნენ განთავსებული,სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცერი ვ.გ. წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა სამსახურებრივი - საშტატო იარაღით. გარდა აღნიშნულისა, მან იქვე დერეფანში მყოფ პატიმარს არ მიუთითა, შესულიყო მისი განთავსების პალატაში და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ნებართვით დაეტოვებინა აღნიშნული სივრცე. ბრალდებულმა, ასევე არ განახორციელა ვიზუალური კონტროლი პატიმრის მიმართ, რომელიც მიეპარა მას და საქამრეში არსებული იარაღის შესანახი სპეციალური ბუდიდან (ე.წ. კაბურიდან) ამოაცალა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი, საიდანაც სამი გასროლა განახორციელა, მათ შორის ერთ-ერთი გასროლით თავის არეში მიიყენა ჭრილობა და კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა.

ესკორტის ოფიცერი ვალერი გოზალიშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო