საია ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის შესაძლო დარღვევის ფაქტებს ეხმაურება და ხელისუფლებას მიმართავს

საია ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის შესაძლო დარღვევის ფაქტებს ეხმაურება.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევებზე გამოვლენილი უმოქმედობით არ მისცეს ლეგიტიმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არაღიარებულ რეჟიმების მიერ დადგენილ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს, გაატაროს ეფექტიანი ღონისძიებები კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დამრღვევ პირთა გამოვლენისთვის და აღნიშნული პირების მიმართ გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მექანიზმები.

საია ეხმაურება მედიის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთეს პირებმა, რომლებსაც შესაძლოა, დარღვეული ჰქონდეთ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი.

„შევახსენებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე მოქმედებს განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალქეობის არმქონე პირთათვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესს და ადგენს შეზღუდვებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გარიგების დადებისა და ხსენებული კანონით განსაზღვრულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

დადგენილი წესის დარღვევით, ყველა სხვა მიმართულებიდან, გარდა კანონით დადგენილისა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3221მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, რომლისთვისაც სასჯელის სახედ განსაზღვრულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, სასჯელის სახეს კი განსაზღვრავს არა შინაგან საქმეთა სამინისტრო, არამედ სასამართლო.

ამასთანავე, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აწესებს მნიშვნელოვან შეზღუდვებს ეკონომიკურ საქმიანობაზე. აკრძალულ ეკონომიურ საქმინობის სახეებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები ვრცელდება ყველა იმ პირზე, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქრთველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტით აკრძალული საქმიანობის განმახორციელებელი პირების კაპიტალში ან/და რაიმე ფორმით გავლენას ახდენს მათ მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე. ხსენებული კანონით აკრძალული საქმიანობის განხორციელება წარმოადგენს დანაშაულს, შესაბამისად დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევისას ვალდებულია მიმართოს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ყველა მექანიზმს საქართველოს კანონიერი ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევებზე გამოვლენილი უმოქმედობით არ მისცეს ლეგიტიმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არაღიარებულ რეჟიმების მიერ დადგენილ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს, გაატაროს ეფექტიანი ღონისძიებები კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დამრღვევ პირთა გამოვლენისთვის და აღნიშნული პირების მიმართ გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მექანიზმები“,- ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა