უკრაინა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსგან ელოდება მკაფიო განცხადებას რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული უსაფრთხოების პროტოკოლების დარღვევის ფაქტების შესახებ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
„ველოდებით მისიის მკაფიო განცხადებას ბირთვული უსაფრთხოების პროტოკოლის დარღვევის ფაქტების შესახებ. ვიცით, რომ რუსეთმა ბირთვული ინციდენტის საფრთხის ქვეშ დააყენა არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი მსოფლიო“, - აღნიშნა კულებამ.
მან ასევე მოუწოდა მსოფლიოს ქვეყნებს, მოითხოვონ რუსეთის გასვლა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან.
„რუსეთმა უნდა დატოვოს ელექტროსადგური, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა, უნდა ვაიძულოთ რუსეთი ეს გააკეთოს. ეს არის ერთადერთი გზა ელექტროსადგურის ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა კულებამ.
შეგახსენებთ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია, სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის ხელმძღვანელობით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაემგზავრა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"