რატი ბრეგაძის განცხადებით, რუსთავის ციხეში მოშიმშილე 90 პატიმრის შესახებ ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ინფორმაცია რუსთავის ციხეში მოშიმშილე 90 პატიმრის შესახებ არის მტკნარი სიცრუე. „ამ ეტაპზე მე-6 დაწესებულებაში მოშიმშილე პატიმრების რაოდენობა არის 10-მდე“, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, თუ რა ინფორმაციას ფლობდა მინისტრი რუსთავის ციხეში მყოფ მოშიმშილე პატიმრებზე.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, სამინისტროს ვალდებულება მდგომარეობს იმაში, რომ მიაქციოს ამ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას განსაკუთრებული ყურადღება, რაც, მისი შეფასებით, „ზედმიწევნით სრულდება“.

„როდესაც ვინმე საუბრობს თითქოსდა არაადამიანურ მოპყრობაზე, აქ მიზეზებში უნდა ჩახვიდეთ - აქ საუბარი გვაქვს მე-6 დაწესებულებაზე, რომელიც არის დახურული ტიპის დაწესებულება და იმყოფებიან მხოლოდ მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულები. თუ ამ ადამიანების ყოფაქცევა არ არის შესაბამისი, მათ მიმართ გამოიყენება დისციპლინური სახდელები. ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა და ამ ადამიანებს არ მოსწონთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ის გარემო და სახდელი, რომელიც გამოიყენება. თუკი ადამიანს გარემო არ მოსწონს, ბუნებრივია, მისი უფლებაა, რომ შეუძლიათ იშიმშილონ. ეს არის მათი უფლება. ჩვენი ვალდებულება მდგომარეობს იმაში, რომ მივაქციოთ ამ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას განსაკუთრებული ყურადღება, რაც ზედმიწევნით სრულდება. არამხოლოდ მე-6, არამედ ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში პატიმრები იმყოფებიან განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ სამედიცინო პერსონალის მხრიდან.

მეორე მოთხოვნა, რის გამოც იყო შიმშილობა, იყო სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით და აქაც თამამად უნდა ითქვას ის, რომ ყოველთვის სამედიცინო პერსონალი ზრუნავს პატიმართა ჯანმრთელობაზე. ვისაც სჭირდება გარეთ გაყვანა, გაჰყავთ მათ შორის კერძო კლინიკებში, ნაწილი მე-18 დაწესებულებაში. თუ არ არის გაყვანის საჭიროება, ის პატიმრები არ გაჰყავთ და სხვა ჩივილი შეიძლება იყოს თუნდაც სუბიექტური ხასიათის, მაგრამ ნებისმიერი სახის ჩივილზე რეაგირებს სამედიცინო პერსონალი და გადაწყვეტილებას იღებს სამედიცინო დეპარტამენტი - ვინ არის გასაყვანი, ვინ არა და ვის შეიძლება ჩაუტარდეს მკურნალობა ადგილზე“, - განაცხადა ბრეგაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო