პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო უწყებაში არ კეთდება კომენტარი ინფორმაციაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ კეთდება კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა.

შესაბამის ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს და იუწყება, რომ ბაქრაძე, რომელიც აქამდე აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა, გაერო-ში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის პოსტზე კახა იმნაძეს შეცვლის.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა დავით ბარქაძის გაერო-ში ელჩად დანიშვნაზე წარდგინება 15 ივლისს მიიღო, თუმცა, ზურაბიშვილი მას ხელს არ აწერდა. როგორც პრეზიდენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ბაქრაძე „5 წელი იყო ელჩი და არაფერი გაუკეთებია“.

„არა მაღალი დონის ვიზიტი, არა კონტაქტები, არა იქით, არა აქეთ - წავიდეს სხვაგან“, - აღნიშნავდა პრეზიდენტი ინტერვიუში.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მმართველმა გუნდმა პრეზიდენტს ელჩების დანიშვნაზე უარის თქმის გამო საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა