გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებასთან“ კომპრომისების ენა არ ჭრის, თავს რაც უფრო მეტად დაუხრი, მით უფრო სწრაფად გადაგივლიან - ეს უნდა იცოდეს არა მხოლოდ პრეზიდენტმა, არამედ ბევრმა ოპოზიციურმა პარტიამ

„ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კომპრომისების ენა არ ჭრის. თავს რაც უფრო მეტად დაუხრი, მით უფრო სწრაფად გადაგივლიან თავზე. ეს უნდა იცოდეს აბსოლუტურად ყველამ, არა მხოლოდ პრეზიდენტმა, არამედ მათ შორის ბევრმა ოპოზიციურმა პარტიამ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, სადაც საუბარია, რომ სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძის გაეროში ელჩად დანიშვნას ხელი მოაწერა, თუმცა პრეზიდენტს მისი დანიშვნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღეს ქართული დიპლომატია ეროვნული ინტერესების ნაცვლად, „ქართული ოცნების“ ინტერესებს იცავს.

„მე არ ვიცი პრეზიდენტმა ეს რატომ გააკეთა, თვითონ უნდა განმარტოს ამასთან დაკავშირებით. საერთოდ, როცა პოზიციას აირჩევ, თანმიმდევრული უნდა იყო და ბოლომდე გეჭიროს შენი პოზიცია. თუ ჩვენი მხრიდან რაიმე მხარდაჭერა, დახმარება, კოორდინაციაა საჭირო, ჩვენ მზად ვართ, რომ გავამხნეოთ და არ შეცვალოს ხოლმე პოზიცია. ზოგადად ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კომპრომისების ენა არ ჭრის. თავს რაც უფრო მეტს დაუხრი, მით უფრო სწრაფად გადაგივლიან თავზე. ეს უნდა იცოდეს აბსოლუტურად ყველამ, არა მხოლოდ პრეზიდენტმა, არამედ მათ შორის ბევრმა ოპოზიციურმა პარტიამ.

როგორც ვიცი, ბაქრაძე ყველაზე დიდხანს ამერიკაში იყო ელჩი, რომელიც დღეს იმით დასრულდა, რომ საქართველოში გვყავს ყველაზე ანტიდასავლური ხელისუფლება, რომელიც თავს ესხმის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და აბსოლუტურად ყველას, ჩვენ დასავლელ პარტნიორებს და როცა ხარ ელჩი, უნდა იცავდე არა რომელიმე პარტიის ინტერესებს, რამედ სახელმწიფოს ინტერესებს. მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ქართულ დიპლომატიაში არის უზარმაზარი პრობლემა. დღეს ქართული დიპლომატია ეროვნულ ინტერესებს არ იცავს. დღეს ქართული დიპლომატია იცავს „ქართული ოცნების“ ინტერესებს და ვფიქრობ, რომ ყველა ამ ადამიანს, ვინც თვლის, რომ პატრიოტია, საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის ოლიგარქიული რეჟიმის ანტიქართულ, ანტიეროვნულ ქმედებებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის შესახებ ღიად და მკაფიოდ უნდა განაცხადონ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს