სალომე სამადაშვილი - დავით ბაქრაძე წლების მანძილზე იცავდა "ოცნების" და ივანიშვილის ინტერესს, ამიტომ დიპლომატიურ სამსახურში მნიშვნელოვანი თანამდებობით დააჯილდოვეს

დავით ბაქრაძე წლების მანძილზე ემსახურებოდა ვიწროპარტიულ ინტერესებს, იცავდა "ქართული ოცნების" და ივანიშვილის ინტერესს, ამიტომ დიპლომატიურ სამსახურში ერთ- ერთი მნიშვნელოვანი თანამდებობით დააჯილდოვეს, - ამის შესახებ „ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილებას რატომ გადახედა, ეს მან თავად უნდა განმარტოს.

"დავით ბაქრაძე წლების მანძილზე იყო "ქართული ოცნების" მიერ დანიშნული ელჩი, რომელიც ემსახურებოდა ვიწროპარტიულ ინტერესებს. ის იცავდა "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. ამის დაჯილდოვება მოხდა იმით „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ის წარადგინეს დიპლომატიურ სამსახურში ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე, გაეროში ელჩი ეს არის ყველაზე მაღალი რანგის დიპლომატიური თანამდებობა. პრეზიდენტმა სწორად აღნიშნა, რომ მას არაფერი გაუკეთებია ქვეყნის ინტერესების დასაცავად ვაშინგტონში და ამიტომ თავს იკავებდა მისი დანიშვნის ბრძანების ხელმოწერისგან. რატომ გადახედა საკუთარ გადაწყვეტილებას, ამაზე ალბათ განმარტება პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს. ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით არის, რომ ბატონი ბაქრაძე არის პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი და ემსახურებოდა "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს",- განაცხადა სამადაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნას სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა, თუმცა აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მიერ ბაქრაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა აცხადებს, პრეზიდენტს გაერო-ში მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო