პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა უნდა გაემიჯნოს იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს, თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს ნათქვამი, რომ საქართველოს ომში ჩართვა არც არავის უნდა და ეს არც არავის სჭირდება.
„ძალიან ნათელი ნაბიჯებია პრემიერისთვის, მთავრობისთვის და უმრავლესობისთვის გადასადგმელი. პირველ რიგში, ეს არის როგორი აუცილებლობა, მეტი რომ არ შეიძლება. პირველ რიგში, უნდა გაემიჯნოს პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს, თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან. არ შეიძლება ერთი ხელით ვითხოვდეთ ამ პერსპექტივას და შემდეგ კანდიდატის სტატუსს და მეორე მხრივ, ხან ვლანძღავდეთ ჩვენ ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორს, ხან ევროპის კომისიას და ხან ვაბრალებდეთ სხვადასხვა ევროპელებს და სხვადასხვა პარტნიორებს, რომ ვითომ, მათ უნდათ ჩვენი ჩართვა რაღაც ომში და ეს არის მათი მიზანი. ეს იყოს ძალიან მკაფიოდ ნათქვამი - არავის არ უნდა ჩვენი ომში ჩართვა და არც არავის ჭირდება ჩვენი ომში ჩართვა, ეს არის ისეთი მოგონილი ტყუილი, როგორიც საბჭოთა პროპაგანდის მანქანის დასრულების მერე არავის სმენია, ცოტა მოვიდეთ გონზე და არ გვინდა ამ რაღაცების მოგონება, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამით საზოგადოებას რამენაირად შეუცვლის აზრს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
This is a modal window.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"