პრეზიდენტი - 3 კვირაში იმართება გაერო-ს გენერალური ასამბლეა, როგორც ჩანს პრემიერი იქ აპირებს, რომ წარადგინოს საქართველო - მთავარი საკითხი იქნება უკრაინა და იქაც ჩვენ უნდა გავფანტოთ ყველა ეჭვი, რაც შეიქმნა ჩვენს მიმართ

სამ კვირაში იმართება გაერო-ში გენერალური ასამბლეა, როგორც ჩანს პრემიერი იქაც აპირებს, რომ წარადგინოს საქართველო, იქ მთავარი საკითხი იქნება უკრაინა და იქაც ჩვენ უნდა გავფანტოთ ყველა ეჭვი, რაც შეიქმნა ჩვენს მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში უნდა გამოჩნდეს, ჩვენ გვინდა თუ არა, რომ ვიყოთ აღქმული როგორც ქვეყანა, რომელიც ნაწილია ევროპული ოჯახის და ევროპული ღირებულებების.

„რაც ევალება პრემიერს, ეს არის გეგმის წარდგენა, უკვე აღარ არის დრო პროცესის, კალენდრების, ამას გავაკეთებთ, იმას გავაკეთებთ, რა გეგმით ვასრულებთ იმ 12 რეკომენდაციას, თუ იმ 12 რეკომენდაციის რაღაც მთავარ ნაწილს, როგორ ვაჩენთ ჩვენ საქართველოს პოლიტიკურ ნებას, რომ ამ გზაზე შევდგეთ და მართლაც მივიდეთ ბოლომდე. ეს არის ის, რაც უნდა დაუმტკიცოს იქ, ბრიუსელში ჩვენ პარტნიორებს, დაინახონ, რომ საქართველო სერიოზულად დგას ამ გზაზე, სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

ევროკავშირში ასოცირების საბჭოს შემდგომ, უკვე სამ კვირაში იმართება გაეროში გენერალური ასამბლეა. როგორც ჩანს პრემიერი იქაც აპირებს, რომ წარადგინოს საქართველო, ასეც იყოს, თუ ასე მიაჩნია, მაგრამ იქ მთავარი საკითხი იქნება უკრაინა და იქაც ჩვენ უნდა გავფანტოთ ყველა ეჭვები, რაც შეიქმნა ჩვენს მიმართ. ვიცით ჩვენ სოლიდარობის გამოჩენა თუ არ ვიცით? და სოლიდარობა არ ნიშნავს მეორე ფრონტს, არ ნიშნავს ომში ჩართვას. სოლიდარობა არის ის, რაც საქართველომ ძალიან კარგად იცის, როცა მეგობარი არის ომში, ბრძოლაში. სოლიდარობა არის ის, რომ ზურგში არ უნდა გააკრიტიკო, რომ უნდა იდგე მორალურად მის გვერდში. სხვას არავინ არაფერს გვთხოვს, არც დამატებით სანქციებს, ესეც ტყუილია. არც ჩვენს ჩართვას რამეში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც ეკადრება საქართველოს, ჩვენს წარსულს, ჩვენს ღირსებას და ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას იმ ქვეყანასთან წლების მანძილზე, რომელიც ჩვენსავით ოკუპირებულია. ეს არის ის, რაც უნდა გამოვაჩინოთ ნიუ იორკში, გაეროში იმიტომ, რომ იქ სხვა თემა არ იქნება, ოკუპაცია, ომი და ყველა ქვეყანა გამოხატავს თავიანთ დამოკიდებულებას და ნათელი უნდა იყოს დღეს უკვე, რომ არჩევანი ძალიან მარტივია. ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ აღქმული როგორც ქვეყანა, რომელიც ნაწილია ევროპული ოჯახის, ევროპული ღირებულებების, რომელიც არის ნაწილი იმ ცივილიზებულ, დემოკრატიულ სამყაროსი თუ სადღაც კიდევ ვმერყეობთ? ეს არის ის, რაც უნდა გამოჩნდეს უახლოეს დღეებში, უახლოეს კვირაში, უახლოეს თვეში, ამაზე პასუხისმგებლობაა ყველასი ერთად იმიტომ, რომ ოპოზიციაც უნდა გამოვიდეს თავისი რაღაც გაუგებარი ბოიკოტიდან. ყველა იქნება პასუხისმგებელი, მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობა ცხადია ხელისუფლების არის და მოსახლეობა, საზოგადოება და მეც პირადად ვუყურებთ რა ხდება, როგორ მოხდება და ამ შანსის ჩაგდებას, არავინ არავის არ აპატიებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო