დევიდ კრამერი - თუ პოლიტიკურ ფიგურებს სურთ, ამ ქვეყნის პროგრესი იხილონ, მათ უნდა იმუშაონ ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ ყველა პუნქტზე

ვფიქრობ, ევროკავშირის მიერ შეთავაზებული თორმეტივე პუნქტი არის მნიშვნელოვანი. არ ვფიქრობ, რომ რომელიმე არის ნაკლებად მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ევროკავშირის გადაწყვეტილება იმის გამოხატულებაა, რომ მთავრობამ მეტი უნდა გააკეთოს და იმედი მაქვს, რომ ამას შეასრულებს, - ამის შესახებ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა დევიდ კრამერმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ ქართველ პოლიტიკოსებს სურთ ქვეყნის პროგრესი იხილონ, ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ 12-პუნქტიან გეგმაზე ერთობლივად უნდა იმუშაონ.

„თუ პოლიტიკურ ფიგურებს სურთ, ამ ქვეყნის პროგრესი იხილონ, მათ უნდა იმუშაონ ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ ყველა პუნქტზე. ყოველი მათგანი მნიშვნელოვანია და მსურს ვიხილო მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, პარლამენტის ერთად მუშაობა იმისთვის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით წავიდეს, დემოკრატიისკენ, ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციისკენ - ეს არის საქართველოს ინტერესში, ეს არის შეერთებული შტატების ინტერესში, ევროკავშირის ინტერესში და დასასრული ყველასთვის საუკეთესო იქნება“, - აღნიშნა კრამერმა.

რაც შეეხება შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ბოლო დროს ანტიამერიკული პროპაგანდა იზრდება, კრამერმა ხაზი გაუსვა, რომ ცალკეული პირების კომენტარების მიუხედავად ქართველი ხალხი პროამერიკული და პროდასავლურია.

„ვაცნობიერებთ, რომ არსებობს გარკვეული დაძაბულობა ცალკეული პირების მიერ გაკეთებული კომენტარების გამო. ასევე ვაცნობიერებთ, რომ ქართველი ხალხი რჩება კვლავ ძალიან პროამერიკულად, ძალიან პროდასავლურად, ძალიან პრონატოელად, ძალიან პროევროკავშირულად და ვფიქრობ, ეს არის ის, რაზედაც ყურადღება უნდა გავამახვილოთ. ქართველი ხალხი მიისწრაფვის თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრებისკენ, თავიანთი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ. ამ კუთხით, შეერთებული შტატები, ევროკავშირი მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან და მიუხედავად ცალკეული კომენტარებისა, ჩვენ ჩართულები დავრჩებით“, - აღნიშნა კრამერმა.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე