ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი პირდაპირ ჩაჯდა რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში - საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, ვინ არის მართალი, „ქართული ოცნება“ თუ სალომე ზურაბიშვილი

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში ჩაჯდა.

როგორც კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, პრეზიდენტს ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დოკუმენტში ერთი სამართლებრივი შენიშვნაც კი არ გამოუთქვამს. მისივე თქმით, უკანონო მოსმენა საერთოდ არის ყველანაირ კანონს გაცდენილი, საუბარია კანონიერი მოსმენაზე.

„რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორებს, არც ერთი შენიშვნა არ გამოუთქვამთ, იგივე იყო არასამთავრობო ორგანიზაციების შემთხვევაშიც. ვენეციის კომისიამ ჩემთვის გაუგებარი რამ დაწერა - პროცედურასთან დაკავშირებით დაწერა შენიშვნები.

უკანონო მოსმენა საერთოდ არის ყველანაირ კანონს გაცდენილი, აქ საუბარია კანონიერი მოსმენის მოწესრიგებაზე. არანაირი კავშირი არ აქვს უკანონო მოსმენებთან. ყოველგვარი სამართლებრივი შენიშვნის გარეშე გვეუბნებიან, რომ სამართალდამცავი სტრუქტურა არ აღიჭურვოს ძლიერი ბერკეტით. ვეუბნებით, რომ ყველაფერი არის საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი. გვითხარით, სად არის აცდენილი სტრასბურგის პრაქტიკას ან საერთაშორისო სტანდარტებს, ნული შენიშვნა. მაინც გამოდიან და გვეუბნებიან, რომ არ მიიღოთ და ა.შ.",- განაცხადა კობახიძემ

კითხვაზე, პრეზიდენტს რა ინტერესი ჰქონდა, როდესაც თქვა რომ "დღეს ნებისმიერი მოქალაქე კონფიდენციალური საუბრის დროს ცდილობს გამორთოს ტელეფონი ან დაშალოს?“ - კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს ტყუილია და „საქართველოში ტელეფონის დაშლის თემა ვანო მერაბიშვილთან ერთად საქართველოს ისტორიას ჩაბარდა“.

როგორც კობახიძემ გადაცემაში განაცხადა, იციან „თუ რატომ ჩაჯდა პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგში“.

„პრეზიდენტი პირდაპირ ჩაჯდა რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში. რატომ, როგორ, ჩვენ ეგეც ვიცით, მაგრამ ცალკე თემაა. ჩვენ ამდენ სიმართლეს ვერ ვამბობთ. ოთხეული გამოვიდეს და თქვას”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, „ოთხეულმა რეალურად ძალიან ბევრი რამ იცის“.

„ზოგჯერ, როდესაც გამოდიან, გვეშინია რამე ისეთი არ ითქვას, რაც საზოგადოებისთვის მართლა შოკის მომგვრელი იყოს. ბევრი რამ იციან მათ. საზოგადოებამ ბევრი რამ რომ გაიგოს, შოკის მომგვრელი იქნება მათთვის. ამაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ, რომ რაღაც დოზის იქით სიმართლეს რომ საუბრობ, შეიძლება რაღაცებისთვის იყოს დამაზიანებელი. მაგრამ ფაქტია, რომ პრეზიდენტი ჩამჯდარია რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში. საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, ვინ არის მართალი, „ქართული ოცნება“ თუ სალომე ზურაბიშვილი. თუ იტყვის, რომ სალომე ზურაბიშვილია უფრო მართალი და ჭკვიანი, მაშინ ჩვენ არ დაგვიჭერს მხარს. თუ იტყვის სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში ჩაჯდა, ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვიჭერს მხარს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ქვეყნად არავის გადაბირების თავი არ აქვს. საკუთარი თავი ვერ გადაუბირებია, ერთმანეთს ჭამენ და სალომე ზურაბიშვილი უნდა გადაიბირონ?",- განაცხადა კობახიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია