ხატია დეკანოიძე - მე, პირადად ვმუშაობ სანქციებზე, ინფორმაციას ჩვენ ვაწვდით - გავაკეთებ ყველაფერს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დასანქცირდეს, ვინც უკრაინის გამარჯვებას ხელს უშლის

პირადად გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დასანქცირდეს, ვინც უკრაინის გამარჯვებას ხელს უშლის და საქართველოს მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ მიდის, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინის მიერ დაკომპლექტებული საერთაშორისო ექსპერტების სანქციების ეფექტურობის ჯგუფმა 15-კაციანი სია შეადგინა, სადაც 12 ქართველია.

მისი თქმით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხელს უწყობს რუსულ გავლენებს, უნდა იყოს სანქციების ქვეშ.

ირაკლი კობახიძეს ვეტყვი, რომ მე, პირადად გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ სანქციების სია გაიზარდოს და პირადად გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დასანქცირდეს, ვინც უკრაინის გამარჯვებას ხელს უშლის და საქართველოს მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ მიდის. ინფორმაციას ჩვენ ვაწვდით, მე, პირადად ვმუშაობ ამ სანქციებზე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად და ეს ინფორმაცია, რაც თქვენ წაიკითხეთ კორუფციასთან ბრძოლის სააგენტოს საიტზე, არის რუსული კავშირები ბიძინა ივანიშვილის. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხელს უწყობს რუსულ გავლენებს, რა თქმა უნდა, უნდა იყოს სანქციების ქვეშ და მე, პირადად ამისთვის გავაკეთებ ყველაფერს. ამიტომ, არა იმიტომ, რომ მე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა მიმაჩნია ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლად, არამედ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილება და დასანქცირება მიმაჩნია ამ ქვეყნის გადარჩენად“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს მიერ სანქციების ნუსხაში შეყვანილია: ბიძინა ივანიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, ქეთევან ხარაიძე, გიორგი კაპანაძე, უჩა მამაცაშვილი, ტიტე მამაცაშვილი, ირაკლი რუხაძე, ალექსეი პოლტავჩენკო, ვანო ჩხარტიშვილი, დავით ხიდაშელი, სულხან პაპაშვილი, დიმიტრი კორჟევი, დიმიტრი ტროიცკი, ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო