პარლამენტმა სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენისა და არჩევის ახალი პროცედურების შესახებ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

88-ხმით ერთხმად, პარლამენტმა, პირველი მოსმენით, რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს დაუჭირა მხარი, რომლის საფუძველზეც სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენა და არჩევა ახალი წესითა და პროცედურით მოხდება.

პროექტი პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით განიხილეს. კენჭისყრამდე დებატები გაიმართა. რეგლამენტის პროექტით, სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესი დგინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სპეციალური მუხლი რეგლამენტის გარდამავალ დებულებებს დაემატება.

პროექტის მიხედვით, 2022 წელს პარლამენტს სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატურები პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით წარედგინება. რაც შეეხება თავად პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებას, აღნიშნული დოკუმენტის შესაბამისად, გათვალისწინებული იქნება განაცხადების მიღების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გამოქვეყნების ვალდებულება. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით სპეციალური შეფასების სამუშაო ჯგუფის შექმნა განისაზღვრება, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება სამოქალაქო საზოგადოების - მათ შორის აკადემიური და პროფესიული წრეების ჩართულობა. იგეგმება შეფასების სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განსაზღვრა 9 წევრით. პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენამდე კანდიდატურები სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ ისეთი კრიტერიუმების მიხედვით შეფასდებიან, როგორიცაა: - კეთილსინდისიერება, მაღალი რეპუტაცია, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, სათანადო პროფესიული ცოდნა (კვალიფიკაცია, აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო მიღწევები და სხვა), პრაქტიკული გამოცდილება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში.

სამუშაო ჯგუფის მიერ კანდიდატთა შეფასების შემდეგ, პარლამენტის რეგლამენტით სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტებს - ფრაქციებს და პოლიტიკურ ჯუფებს შესაძლებლობა ექნება პარლამენტს კანდიდატები იმ პირთაგან წარუდგინონ, ვინც პარლამენტს შეფასების პროცესში მონაწილეობის მისაღებად მიმართავს. განისაზღვრება, რომ წარდგენილი კანდიდატების საერთო რაოდენობა 7-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა დეკემბრის დასაწყისში ეწურება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს