პროკურატურა - მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობაში რჩება,შეუტყობინებლობის  მუხლით ბრალდებულ ხუთი პირს გამოძიებასთან თანამშრომლობის გათვალისწინებით გირაო შეეფარდათ

ცხვარიჭამიაში მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე საქართველოს პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

როგორც უწყება განმარტავს, მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობაში რჩება,შეუტყობინებლობის მუხლით ბრალდებულ ხუთი პირს გამოძიებასთან თანამშრომლობის გათვალისწინებით გირაო შეეფარდათ.

„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხვარიჭამიაში, 2022 წლის 28 ივლისს მომხდარ განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ გამოძიების პროცესში, ხულიგნობაში, ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულმა ხუთმა პირმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ დამატებით მიაწოდა ინფორმაცია, რის გამოც ბრალდების მხარე დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას მათ მიმართ გირაოს გამოყენების თაობაზე.

პატიმრობაში რჩება მკვლელობაში ბრალდებული დ.ჯ. და ხულიგნობაში ბრალდებული ორი პირი. ბრალდების მხარემ იშუამდგომლა აღნიშნული პირების მიმართ პატიმრობის ძალაში დატოვების თაობაზე, რაც მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა და მათ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, 28 ივლისს, მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში, დაბადების დღის წვეულებაზე სტუმრების ნაწილს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ერთ-ერთმა ბრალდებულმა დანით ჭრილობები მიაყენა მ.კ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ფაქტს რამდენიმე პირი შეესწრო, თუმცა მათ მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს, ხოლო მოგვიანებით გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.

სამართალდამცველებმა საქმეზე რვა პირი დააკავეს, მათ შორის ერთი - განზრახ მკვლელობის ბრალდებით.

დ.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით) წარედგინა.

ხუთ პირს - ბრალდება სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), ხოლო ორ პირს - სსკ-ის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდება, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე ბრალდების საქმეზე) და 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ყველა ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, 2022 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, მკვლელობაში ბრალდებული 1 პირი და ხულიგნობაში ბრალდებული 2 პირი პატიმრობაში დატოვა, ხოლო ხულიგნობაში, ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ 5 პირს შეუფარდა გირაო 10 000 ლარის ოდენობით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- აღნიშნავს საგამოძიებო უწყება.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა