ირაკლი კობახიძის განცხადებით, ელჩების კანდიდატების დანიშვნაზე მთავრობა გადაწყვეტილებას დაელოდება და „თუ პრეზიდენტი კანდიდატის მიზანშეწონილობაში ჩაერევა, „მთავრობას სარჩელის ხელახლა შეტანა მოუწევს“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ ეტაპზე პრეზიდენტისთვის წარდგენილი ელჩების კანდიდატების დანიშვნის თაობაზე მთავრობა გადაწყვეტილებას დაელოდება და „თუ პრეზიდენტი კანდიდატის მიზანშეწონილობაში ჩაერევა და კონსტიტუციურ ჩარჩოს გასცდება, მთავრობას სარჩელის ხელახლა შეტანა მოუწევს“.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტს შეუძლია შესაბამისი კანდიდატები სამართლებრივად გადაამოწმოს, მაგრამ პოლიტიკურ მიზანშეწონილობაში ვერ ჩაერევა.

„კონსტიტუციით, პრეზიდენტი მხოლოდ სამართლებრივად უნდა ამოწმებდეს კანდიდატებს და პოლიტიკურ მიზანშეწონილობაში არ უნდა ერეოდეს. პოლიტიკურად მთავრობის პრეროგატივაა, ელჩები დანიშნოს. შემდეგ ამას აფორმებს პრეზიდენტი. ამას წყალი არ გაუვა. ეს არის აბსოლუტური პრაქტიკა ნებისმიერ საპარლამენტო მონარქიასა თუ რესპუბლიკაში. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტს შეუძლია სამართლებრივად გადაამოწმოს შესაბამისი კანდიდატები, მაგრამ პოლიტიკურ მიზანშეწონილობაში ვერ ჩაერევა. თუ ამას მაინც გადაწყვეტს, ვფიქრობ, ახალ სარჩელს ალტერნატივა არ აქვს.

მთავრობა დაელოდება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. ხომ არსებობს გონივრული ვადა - ბაქრაძის შემთხვევაში 3 თუ 4 კვირაში დანიშნა ელჩი. მთავრობას შეუძლია დაელოდოს ამ ყველაფერს. თუ პრეზიდენტი მიზანშეწონილობაში ჩაერევა და გასცდება კონსტიტუციურ ჩარჩოს, მთავრობას სარჩელის ხელახლა შეტანა მოუწევს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს