შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გაერთიანებული სამეფოს საელჩოში იმყოფებოდა, სადაც დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
როგორც გომელაური განმარტავს, დედოფალმა ელისაბედ II-მ წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ისტორიაში და მისი ხსოვნა მარადიული იქნება.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირადად ჩემი სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ბრიტანელი ხალხის წინაშე, მისი უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო. 70-წლიანი მმართველობის განმავლობაში, მისი უდიდებულესობა განსაკუთრებული ღირსებითა და თავდადებით ემსახურა გაერთიანებულ სამეფოს. დედოფალმა ელისაბედ II-მ წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ისტორიაში და მისი ხსოვნა მარადიული იქნება“, - აღნიშნავს ვახტანგ გომელაური.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"