2022 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 17 979.4 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.1 % შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი 8.2 %-ით გაიზარდა.
აღნიშნულ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახაური ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2022 წლის მეორე კვარტალში, მთლიანი შიდა პროდუქტისზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 75.9%, ტრანსპორტი და დასაწყობება - 18.6%, ინფორმაცია და კომუნიკაცია -27.7%, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა -10.9%, განათლება -12.0%, საბითუმო და საცალო ვაჭრობა -3.0%.
კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - (-12.7%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - (-2.7 %), მშენებლობა -(-3.2 %).
საქსტატის მონაცემების მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა- 16.5%-ით და დამამუშავებელი მრეწველობა - 10.9%-ით. შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.0 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (8.3 პროცენტი), მშენებლობა (7.6 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.5 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.0 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (4.8 პროცენტი).
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"