დედოფალ ელისაბედ მეორეს ვესტმინსტერის სააბატოდან ველინგტონის თაღისკენ მიასვენებენ

ვესტმინსტერის სააბატოში დედოფალ ელისაბედ მეორესთან გამომშვიდობების ცერემონია დასრულდა და დედოფალს ველინგტონის თაღისკენ მიასვენებენ, საიდანაც მას უინძორის სასახლეში მდებარე წმინდა გიორგის სამლოცველოში გადაიყვანენ და მეუღლის, პრინცი ფილიპის გვერდით დაკრძალავენ.

ვესტმინსტერის სააბატოდან გამოსვენებამდე, ღვთისმსახურების დასასრულს დედოფლის ხსოვნას პატივი ორ-წუთიანი დუმილით მიაგეს, რის შემდეგაც საყვირების ხმა გაისმა. ბოლოს კი სიმღერა,

"ღმერთო, დაიფარე მეფე" შეასრულეს.

მსვლელობის პარალელურად "ბიგ-ბენი“ 60 წამიანი ინტერვალით ირეკება. ლონდონსა და უინძორში პანაშვიდისა და დაკრძალვის ცერემონიისთვის ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების გარდა სააბატოში გამართულ პანაშვიდს დაახლოებით 2000 ადამიანი დაესწრო, მათ შორის სახელმწიფოს მეთაურები, პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სამეფო ოჯახების წევრები.

BBC-ი წერს, რომ ბრიტანეთში ამ მასშტაბის სამოქალაქო დაკრძალვის ღონისძიებები ბოლო 70 წლის განმავლობაში, მეფე ჯორჯ VI-ის დაკრძალვის მსვლელობის შემდეგ არ უნახავთ.

პროცესში, სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად, მონაწილეობას 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა