ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2022

უკრაინელების სიმბოლური გამარჯვება და მზადება დიდი ბრძოლისთვის

მოსკოვი ომის ოფიციალურად გამოცხადებისთვის ემზადება - რუსებმა 4 ოკუპირებულ ოლქში ე.წ. რეფერენდუმები დაჩქარებულად დანიშნეს

***

უკრაინელების სიმბოლური გამარჯვება და მზადება დიდი ბრძოლისთვის

“უკრაინაში ორივე მებრძოლი მხარე ძალების გადაჯგუფებას აგრძელებს და სამხედრო ანალიტიკოსები უახლოეს დღეებში მასშტაბური შეტაკებების დაწყებას პროგნოზირებენ. მათი ვარაუდით, უკრაინელების ახალი შეტევის მთავარი მიმართულება ზაპოროჟიე იქნება, თუმცა, ანალიტიკოსთა ნაწილი ამას სკეპტიკურად უყურებს. მათი თქმით, ზაპოროჟიეს მიმართულებით წარმატების შემთხვევაში უკრაინული ნაწილები შესაძლოა ორმხრივი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ. ამის პარალელურად სამშაბათს ფრონტის ხაზზე ერთი სიმბოლური ცვლილება მოხდა - რუსები ლუგანსკის ოლქს სრულად უკვე ვეღარ აკონტროლებენ”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, უკრაინელების სიმბოლური გამარჯვება და მზადება დიდი ბრძოლისთვის

უკრაინაში ომის 209-ე დღეს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების მტკიცებულებების მოძიება გრძელდება. გათავისუფლებულ იზიუმში კიდევ 146 ცხედარი აღმოაჩინეს. მასიურ სასაფლაოზე ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწამები ცხედრებია, მათ შორის ორი ბავშვის. კვლავ გრძელდება საჰაერო იერიშები უკრაინის ტერიტორიაზე. მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა ჩერნიგოვისა და სუმის ოლქები. ჯერ-ჯერობით უცნობია, მოჰყვა თუ არა მსხვერპლი იერიშებს. უკრაინელ სამხედროებს სიმბოლური წარმატება აქვთ ქალაქ ლისინჩანსკთან, სადაც ახლომდებარე სოფელი დაიკავეს, რომელიც ადმინისტრაციულად ლუგანსკის ოლქს ეკუთვნის. ეს გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ რუსები ლუგანსკის მთელს ოლქს ვეღარ აკონტროლებენ. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ამ ეტაპზე უკრაინამ ტაქტიკური და ოპრეტიული პაუზა აიღო. მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ლოგიკურია, რადგანაც შეტევის ტემპი საკამოდ მაღალი აღმოჩნდა და ამისთვის ლოჯისტიკური მართვის ცენტრების შექმნაა საჭირო, რათა დაკავებული ტერიტორიების გაკონტორლება შეძლონ და უკრაინული ძალები რუსების ალყაში არ აღმოჩდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

„ეს ყველაფერი კი დამატებით ძალების მობილიზებას მოითხოვს. აუცილებელია ამ ტერიტრიების ათვისება და გაკონტროლება. როგორც ჩანს, ეს იყო მხოლოდ ხარკოვის მიმართულებაზე ოპერატიული მუშაობა, რომელმაც შედეგი გამოიღო და ძალიან მცირე და მსუბუქი ტექნიკით რუსების ამ ტერიტორიიდან განდევნა შეძლეს. „უკრაინელების ფრონტის ხაზი ძალიან დიდ მანძილზეა გაჭიმული. ამიტომ არის რამოდენიმე სტრატეგიული ცენტრები. ესაა ზაპროჟიეს, ნიკოლაევის, ხერსონის მიმართულება, იგივე თუნდაც დონბასის, სადაც რუსებმა შეტევითი ოპერაცია დაიწყეს. „რუსებმა გარკვეული სარეზერვო ძალების მობილიზება მოახდინეს და ახლა ზაპროჟიეს მიმართულების გამაგრებას ახდენენ. როგორც ჩანს, უკრაინელების თავდასხმას აქედან ელოდებიან. ეს მიმართულება ომის ახალი გრავიტაციის ცენტრად გადაიქცევა. აქ არის ზაპროჟიეს ბირთვული ელექტრო სადგური, რომლის დაკავებაც უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ოკუპანტებს თავში რა მოუვათ და ბირთვული დაშინების კუთხით მას მსოფლიოს წინააღმდეგ როგორ გამოიყენებენ, არავინ იცის. ამიტომ ზაპროჟიეს მიმართულება უკრაინელებისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. „ამიტომაც მგონია, რომ ისინი ამ მიმართულებით შეტევაზე გადავლენ. ფაქტია, ამას რუსებიც ელოდებიან და მთელი ძალების კონცენტრაციას იქ ახდენენ. ხარკოვის ოლქიდან გამოყვანილი დანაყოფები ამ მიმართულებაზე განალაგეს“, - ამბობს მაისაია „რეზონანსთან“. ვახტანგ მაისაიას თქმით, ზაპროჟიეზე შეტევა იძლევა კარგ საშუალებას, რომ უკრაინელები მარიუპოლის მიმართულებაზე წავიდნენ. ეს კი როგორც სამხედრო, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დიდ გავლენას მოახდენს პროცესებზე. მაისაია ამბობს, რომ რუსებს თავიანთი ძალები გაბნეული ჰყავთ სამხრეთ და ჩრდილოეთ მიმართულებებზე. ამიტომაც ზაპორჟიეს დაკავებით ყველა მიმართულებაზე რუსების დანაყოფები უფრო მოწყვლადი გახდება. „უკრაინელებს ალბათ ეყოფათ ამის ძალა და უნარი, თუმცა ამისთვის საკმაოდ კარგი მომზადებაა საჭირო. უკრაინელებსაც აქვთ დანაკარგი და შევსება სჭირდებათ. ამიტომაც სარეზერვო ძალების მობილიზებაა საჭირო. „დამრტყმელი ძალის მობილიზება უნდა მოხდეს, რომელიც წვრთნას დასავლეთში გადის. სწორედ დასავლეთში გაწვრთნილმა დანაყოფმა შეძლო ხარკოვის ოლქის გათავისუფლება. ასეთი მაღალბრძოლისუნარიანი დანაყოფები შეზღუდული რაოდენობითაა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ უკრაინელები ზაპროჟიეს ასაღებად სწორედ ასეთ დანაყოფებს გამოიყენებს. „10 000-მდე ადამიანია, რომელიც უკან დაბრუნდებიან და უკრაინელებისთვის მთავარი ძალა იქნება. რუსები კი, როგორც ჩანს, დონბასის მიმართულებით კერძო სამხედრო რაზმს „ვაგნერს“ აძლიერებს და მას უფრო ფართო მოქმედების საშუალებას აძლევენ. ახლა რუსებისთვის დონბასის დაკავება და უკრაინელების ე.წ. მანერჰეიმის ხაზის გარღვევაა მთავარი მიზანი. „ვაგნერი“ ამაზე მუშაობს და დონეცკის ოლქში, სამწუხაროდ, გარკვეულ წარმატებას მიაღწია. ამიტომ დონეცკის ოლქში რუსები მიაზნიმმართულად უტევენ და უკრაინელები კი თავდაცვით ხაზს ამაგრებენ. თუ ეს ხაზი დაიკარგა და თუკი სლავიანსკისა და კრამატორსკის აღება შეძლეს რუსებმა, მაშინ უკრაინელების მიერ ხერსონის აღებაც ძალიან გაჭირდება“, - ამბობს მაისაია „რეზონანსთან“, - განაგრძობს გამოცემა.

გენშტაბის ყოფილი უფროსი და „ჯეოქეისის“ ანალიტიკოსი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ რუსები ცდილობენ ხარკოვიდან გამოყვანილი ძალები გადააწყონ სამხრეთის მიმართულებაზე. ისინი ახლა თავდაცვისთვის ემზადებიან, თუმცა, კაპანაძის თქმით, დონბასში, ბახმუტის სამხრეთით ისევ განაგრძობენ პერიოდულად შეტევას და, სამწუხაროდ, გარკვეული წარმატებაც აქვთ. გენერალი ამბობს, რომ ახლა რუსებისთვის უკან დახევა ლოგიკურია, რადგან მათ მთლიანად ჰყავთ სადღაც 120 ათასამდე ჯარისკაცი და ეს დანაყოფები 1000 კილომეტრიან ფრონტზეა გადაჭიმული. არადა, კაპანაძის შეფასებით, ჯარის ეს რაოდენობა ამხელა ფრონტისთვის საკმარისი არაა. „ახლა რუსები ცდილობენ, რომ ფრონტზე გადაჭიმულობა შეამცირონ და თავდაცვითი ზღუდეები გაამაგრონ. რაც შეეხება ზაპროჟიეზე შეტევას, მე მიმაჩნია, რომ თუ უკრაინელებმა ჯერ ხერსონი არ აიღეს, შესაძლოა, ზაპროჟიეს აღების შემთხვევაში ორი მხრიდან დარტმის ქვეშ აღმოჩნდნენ. „სამწუხაროდ, უკრაინელებს სამხედრო-საზღვაო ძალები არ ჰყავთ და აზოვის ზღვიდან მხარდაჭერა ვერ ექნებათ. ამიტომ ეს სარისკოდ მეჩვენება. თუმცა, თუ შეაღწიეს აზოვის ზღვაზე, მაშინ ყირიმის ხიდსაც იოლად მისწვდებიან. ამიტომ მაინც მგონია, რომ ჯერ უკრაინელებისთვის უპირატესი ხერსონის აღება უნდა იყოს. მაშინ იმდენი ძალა უნდა ჰქონდეთ, რომ ორივე მხარეს ერთდროულად წინსვლა შეძლონ“, - ამბობს გენერალი კაპანაძე „რეზონანსთან“, - დასძენს გამოცემა.

ვახტანგ კაპანაძის თქმით, რუსებს საკმაოდ რთული ვითარება აქვთ და მათ სჭირდებათ ხალხი, მობილიზაცია, ამოსუნთქვა, რომ როგორმე ზამთრამდე მიაღწიონ. ამიტომაც მათი მხრიდან რაიმე სერიოზულ კონტრშეტევას არ უნდა ველოდოთ, თუმცა დაკავებული ტერიტორიების გამაგრებას ეცდებიან. გენერალი ამბობს, რომ დაახლოებით ერთი თვე კიდევ აქვთ დარჩენილი უკრაინელებს, რომ დამატებით წარმატებებს მიაღწიონ. ამიტომ კონტრშეტევები უკრაინის მხრიდან უფრო მოსალოდნელია. „ფაქტია, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სჭირდება პირადი შემადგენლობა, რაც არ აქვთ და ამხელა ფრონტზე არიან გადაჭიმული. პუტინი კი ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაციას ვერ აცხადებს. რუსეთში მობილიზაცია დიდ არეულობას გამოიწვევს. „პუტინი ამ დანაყოფების ფარული მობილიზაციით გაზრდას ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს. მობილიზაციის გამოცხადება პუტინის მხრიდან ე.წ. სპეცოპერაციის წარუმატებლობას გაუსვამს ხაზს. მას რუსეთის დიდი ქალაქების მოსახლეობის ამ ომში ჩართვა არ უნდა, რადგან შიდა დაპირისპირება აშინებს. კრემლში ისედაც შიდა დინებები მიდის და არ არის გამორიცხული ამან პუტინის ჩანაცვლებაც კი გამოიწვიოს“, - ამბობს გენერალი კაპანაძე „რეზონანსთან“, - წერს სტატიის ავტორი.

მოსკოვი ომის ოფიციალურად გამოცხადებისთვის ემზადება - რუსებმა 4 ოკუპირებულ ოლქში ე.წ. რეფერენდუმები დაჩქარებულად დანიშნეს

„უახლოეს ერთ კვირაში რუსების მიერ ოკუპირებულ უკრაინის სხვადასხვა ოლქში რუსეთთან მიერთების რეფერენდუმები ჩატარდება. როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ ამბობს, ეს სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ კრემლი უკრაინისათვის ომის ოფიციალურად გამოცხადებისათვის ემზადება. მისი შეფასებით, რუსეთი ამის შემდეგ ეცდება, რომ უკრაინელების კონტრშეტევა ოკეპირებულ ტერიტორიებზე უკვე რუსეთის ფედერაციიაზე თავდასხმად წარმოაჩინოს და ოფიციალურად გამოუცხადოს სრულმასშტაბიანი ომი უკრაინას”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, მოსკოვი ომის ოფიციალურად გამოცხადებისთვის ემზადება - რუსებმა 4 ოკუპირებულ ოლქში ე.წ. რეფერენდუმები დაჩქარებულად დანიშნეს

„მაისაია მიიჩნევს, რომ ეს ესავე შესაძლოა ზეწოლა იყოს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზეც, რათა აიძულონ დათმობებზე წავიდეს და რუსეთთან მოლაპარაკებას დათანხმდეს. დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების დე ფატო ხელმძღვანელობამ, ასვე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების პრორუსულმა ადმინისტრაციებმა, სამშაბათს განაცხადეს, რომ რეფერენდუმები რუსეთთან მიერთების საკითხზე შემჭიდროვებულ ვადებში, 23-დან 27 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდება. რეფერენდუმის კითხვა კი ასე იქნება ფორმულირებული - „ემხრობით თუ არა ლეგანსკის/დონეცკის სახალხო რესპუბლიკის შესვლას რუსეთის შემადგენლობაში ფედერაციის სუბიექტის უფლებებით?“ აღსანიშნავია, რომ ამ ოლქებში ასეთი რეფრენდუმების ჩატარების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ზაფხულში მიიღეს და არაოფიციალურად სახელდებოდა რეფერენდუმების კონკრეტული თარიღიც - 11 სექტემბერი. თუმცა, სექტემბრის დასაწყისში უკრეაინელების წარმატებულმა შეტევამ ეს გეგმა შეცვალა. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გააკეთა განსხვავება, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსგავსი რეფერენდუმების ჩატარება სავსებით მოსპობდა მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების შესაძლებლობას”, - აღნიშნავს გამოცემა.

„დღეისათვის რუსული არმია სრულად მხოლოდ ლუგანსკის ოლქს აკონტროლებს. თუმცა, უკრაინელთა ბოლო წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ ამასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება და შესაძლოა ლუგანსკის ოლქის გარკვეული ნაწილი ამჟამად უკრაინული არმიის კონტროლის ქვეშ იყოს. რაც შეეხება დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქსებს, აქ ტერიტორიების მნიშნელოვანი ნაწილი უკრაინელებს უკავიათ. როგორც ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ აცხადებს, რეფერენდუმის შემთხვევში კრემლს ექნება სრული უფლება გამოიყენოს ყველა არსებული მექანიზმი ომის გამოცხადებისთვის. სწორედ ამიტომაიძულებს კრემლი თავის მარიონეტებს გადადგან შესაბამისი ნაბიჯები. „რუსეთი ცდილობს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები გადავიდეს მის იურისდიქციაში, რადგან მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაში უკრაინელები ბრძოლაზე ხელს აიღებენ. ამასთან, არც ის არის გამორიცხული ეს ერთგვარი ზეწოლა იყოს უკრაინის პრეზიდენტზე, რათა დათანხმდეს მოლაპარაკებას”, - დასძენს გამოცემა.

„რეფერენდუმის შემთხვევში კრემლს ექნება სრული უფლება გამოიყენოს ყველა არსებული მექანიზმი ომის გამოცხადებისთვის. ამიტომ აიძულებს კრემლი თავის მარიონეტებს გადადგან შესაბამისი ნაბიჯები. „რუსეთს ყირიმის მაგალითზე სურს უკრაინის დანარჩენი ტერიტორიების ანექსია. ლუგანსკი მთლიანად ოკუპანტების კონტროლქვეშ არის. ჯერჯერობით დონეცკის მხოლოდ 40%-ს აკონტროლებს უკრაინა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის რუსეთის შესაჩერელად. კრემლისთვის სულერთია ვინ რამდენ პროცენტს აკონტროლებს. ისინი მიიჩნევენ, რომ რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ გაგრძელდება ომი და შეძლებენ ტერიტორიების სრულ ოკუპაციას. „თუ რეფერენდუმი ჩატარდა და აღნიშნული ოლქები რუსეთის შემადგენლობაში მოექცა, როგორც კი საბრძოლო მოქმედებებს დაიწყებს უკრაინული მხარე, პუტინს საშუალება ექნება ომი ოფიციალურად გამოაცხადოს მათ წინააღმდეგ. „პუტინისთვის გამამართლებელი იქნება რეფერენდუმი თავად საზოგადოებრივი აზრის კუთხითაც, რადგან იტყვიან, რომ საკუთარ, რუსულ ტერიტორიებს ართმევენ“, - განაცხადა მაისაიამ”, - წერს სტატიის ავტორი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს