შალვა პაპუაშვილი - ახალგაზრდებს მშვიდობის მშენებლობაში განსაკუთრებული როლი აქვთ - მათ შეუძლიათ, ხელი შეუწყონ ნდობის აღდგენას

მშვიდობის მშენებლობაში ახალგაზრდებს განსაკუთრებული როლი აქვთ - მათ შეუძლიათ, ხელი შეუწყონ ნდობის აღდგენას და სხვადასხვა სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებას, მათ ერთობლივად შეუძლიათ წვლილის შეტანა მშვიდობიანი მომავლისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ღონისძიებაზე - „ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობაში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ამჟამინდელ მყიფე და მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში მშვიდობის საჭიროებასა და მნიშვნელობას განსაკუთრებით ვგრძნობთ. დღეს მრავალი ახალგაზრდა განიცდის შეიარაღებული კონფლიქტების მძიმე შედეგებს. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ესკალაცია, ფართო რეგიონის სამხედრო დაპირისპირებები დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნებსა და რეგიონის განვითარებასა და ახალგაზრდების მშვიდობიან მომავალს. საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრი ომი გამოიარა, ამიტომ ჩვენ კარგად ვიცით მშვიდობის ფასი. საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ყოველდღიურად მძიმე შედეგები მოაქვს ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. მივესალმებით მთავრობის ძალისხმევას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად და მათთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივის უზრუნველსაყოფად. კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება ჩვენთვის გამორჩეული პრიორიტეტია. მშვიდობის მშენებლობაში ახალგაზრდებს განსაკუთრებული როლი აქვთ. მათ შეუძლიათ, ხელი შეუწყონ ნდობის აღდგენას და სხვადასხვა სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებას. მათ ერთობლივად შეუძლიათ წვლილის შეტანა მშვიდობიანი მომავლისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა ახალგაზრდებს ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოხარული ვარ, რომ მშვიდობის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის ახალგაზრდებისთვის მშვიდობის ჯილდო დაწესდა. მადლობას მოგახსენებთ თქვენი ძალისხმევისთვის და გთხოვთ, რომ ამავე სულისკვეთებით გააგრძელოთ თქვენი ღირსეული საქმიანობა. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის დიდი იმედი. თქვენი აქტიური მონაწილეობით შევძლებთ საქართველოს გამთლიანებას და მშვიდობიანი მომავლის უზრუნველყოფას", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ღონისძიება, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

შალვა პაპუაშვილი - ახალგაზრდებს მშვიდობის მშენებლობაში განსაკუთრებული როლი აქვთ - მათ შეუძლიათ, ხელი შეუწყონ ნდობის აღდგენას

მშვიდობის მშენებლობაში ახალგაზრდებს განსაკუთრებული როლი აქვთ - მათ შეუძლიათ, ხელი შეუწყონ ნდობის აღდგენას და სხვადასხვა სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებას, მათ ერთობლივად შეუძლიათ წვლილის შეტანა მშვიდობიანი მომავლისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ღონისძიებაზე - „ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობაში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ამჟამინდელ მყიფე და მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში მშვიდობის საჭიროებასა და მნიშვნელობას განსაკუთრებით ვგრძნობთ. დღეს მრავალი ახალგაზრდა განიცდის შეიარაღებული კონფლიქტების მძიმე შედეგებს. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ესკალაცია, ფართო რეგიონის სამხედრო დაპირისპირებები დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნებსა და რეგიონის განვითარებასა და ახალგაზრდების მშვიდობიან მომავალს. საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრი ომი გამოიარა, ამიტომ ჩვენ კარგად ვიცით მშვიდობის ფასი. საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ყოველდღიურად მძიმე შედეგები მოაქვს ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. მივესალმებით მთავრობის ძალისხმევას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად და მათთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივის უზრუნველსაყოფად. კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება ჩვენთვის გამორჩეული პრიორიტეტია. მშვიდობის მშენებლობაში ახალგაზრდებს განსაკუთრებული როლი აქვთ. მათ შეუძლიათ, ხელი შეუწყონ ნდობის აღდგენას და სხვადასხვა სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებას. მათ ერთობლივად შეუძლიათ წვლილის შეტანა მშვიდობიანი მომავლისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა ახალგაზრდებს ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოხარული ვარ, რომ მშვიდობის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის ახალგაზრდებისთვის მშვიდობის ჯილდო დაწესდა. მადლობას მოგახსენებთ თქვენი ძალისხმევისთვის და გთხოვთ, რომ ამავე სულისკვეთებით გააგრძელოთ თქვენი ღირსეული საქმიანობა. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის დიდი იმედი. თქვენი აქტიური მონაწილეობით შევძლებთ საქართველოს გამთლიანებას და მშვიდობიანი მომავლის უზრუნველყოფას", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ღონისძიება, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია