"აზოვსტალის" რამდენიმე დამცველი რუსული ტყვეობიდან გათავისუფლდა

"აზოვსტალის" რამდენიმე დამცველი რუსული ტყვეობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ გამოცემა Censor-ი, Mariupol Now Telegram-ზე დაყრდნობით იუწყება.

გამოქვეყნდა გათავისუფლებული დამცველების ფოტოც.

ცნობილია, რომ ტყვეობიდან გაათავისუფლეს მარიუპოლის საპატრულო პოლიციის უფროსი მიხაილ ვერშინინი, ეკატერინა პოლისჩუკი და სერჟანტი მიხეილ დიანოვი.

ამასთან ცნობილი გახდა, რომ ტყვეობიდან თავისუფალია 10 უცხოელიც, რომლებიც უკრაინულ მხარეს იბრძოდნენ.

გათავისუფლებულებს შორის არიან აშშ-ის, მაროკოს, დიდი ბრიტანეთის, შვედეთისა და ხორვატიის მოქალაქეები, რომლებიც უკვე ჩავიდნენ საუდის არაბეთში. BBC-ის ინფორმაციით, ტყვეებს შორის დიდი ბრიტანეთის ხუთი მოქალაქეა, მათ შორის ერთს სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი.

უცხოელ ტყვეთა გაცვლა საუდის არაბეთის შუამავლობით შედგა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში