ხატია დეკანოიძე - ყველა, ვინც ამ „ოთხეულს“ შეუერთდება, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მაგრამ ამ ადამიანებს „ქართული ოცნებისგან“ არ ვყოფ

ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს არ აღმოაჩნდათ პირადი ნება და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის სურვილს დაჰყვნენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნებიდან“ კიდევ 5 დეპუტატის მოძრაობა „ხალხის ძალაში" გადასვლას.

დეკანოიძის შეფასებით, რეალურად ეს დეპუტატები ანტიდასავლურ კამპანიას შეუერთდნენ.

„ყველა, ვინც ამ „ოთხეულს“ შეუერთდება, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მაგრამ ამ ადამიანებს „ქართული ოცნებისგან” არ ვყოფ. ეს ადამიანები ატარებენ “ქართული ოცნების” პოლიტიკას, უბრალოდ განსხვავებული წარმოდგენებით და ადგილებით - ისინი ოპოზიციის მხარეს სხდებიან. ერთადერთი რამ უნდა ვთქვა - გამიკვირდა ეკა სეფაშვილისგან”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, „ქართულ ოცნებას“ კიდევ 5 დეპუტატი ტოვებს და მმართველი გუნდიდან გასული ე.წ. ოთხეულის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას" უერთდება.

კერძოდ, „ქართული ოცნებიდან“ გადიან დეპუტატები: ზაალ მიქელაძე, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა, ვიქტორ ჯაფარიძე და დაჩი ბერაია.

შესაბამისად, „ხალხის ძალა“ საქართველოს პარლამენტში 9 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ხატია დეკანოიძე - ყველა, ვინც ამ „ოთხეულს“ შეუერთდება, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მაგრამ ამ ადამიანებს „ქართული ოცნებისგან“ არ ვყოფ

ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს არ აღმოაჩნდათ პირადი ნება და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის სურვილს დაჰყვნენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნებიდან“ კიდევ 5 დეპუტატის მოძრაობა „ხალხის ძალაში" გადასვლას.

დეკანოიძის შეფასებით, რეალურად ეს დეპუტატები ანტიდასავლურ კამპანიას შეუერთდნენ.

„ყველა, ვინც ამ „ოთხეულს“ შეუერთდება, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მაგრამ ამ ადამიანებს „ქართული ოცნებისგან” არ ვყოფ. ეს ადამიანები ატარებენ “ქართული ოცნების” პოლიტიკას, უბრალოდ განსხვავებული წარმოდგენებით და ადგილებით - ისინი ოპოზიციის მხარეს სხდებიან. ერთადერთი რამ უნდა ვთქვა - გამიკვირდა ეკა სეფაშვილისგან”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, „ქართულ ოცნებას“ კიდევ 5 დეპუტატი ტოვებს და მმართველი გუნდიდან გასული ე.წ. ოთხეულის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას" უერთდება.

კერძოდ, „ქართული ოცნებიდან“ გადიან დეპუტატები: ზაალ მიქელაძე, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა, ვიქტორ ჯაფარიძე და დაჩი ბერაია.

შესაბამისად, „ხალხის ძალა“ საქართველოს პარლამენტში 9 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო