ხარაგაულში, სოციალური მომსახურების სააგენტოში ანტიკორუფციული მოძრაობის წევრების მისვლას ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა

ხარაგაულში, სოციალური მომსახურების სააგენტოში ხმაური და დაპირისპირება იყო. დაპირისპირება ანტიკორუფციული მოძრაობის წევრების ჩასვლას მოჰყვა. ანტიკორუფციული მოძრაობის დამფუძნებლმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისთვის სოციალური შემწეობის გაცემა გააპროტესტა და სააგენტოში პოლიცია გამოიძახა.

ლევან ხაბეიშვილი დაინტერესდა, რატომ გაიცა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისთვის სოციალური დახმარება, რომელიც მისი თქმით, საკმაოდ მდიდარია.

მან ასევე მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელს და ის შესაძლო კორუფციაში დაადანაშაულა.

„მაინტერესებს, რის საფუძველზე გაეცით სოციალური დახმარება და თვლით თუ არა, რომ სისხლის სამართლის დამნაშავე ხართ. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა ეს ადამიანი, ანაზღაურება 3 ათას ლარზე მეტი აქვს, მისი მეუღლე მერიაში მუშაობს, მოვიტანე ოფიციალური დოკუმენტი, ჩემზე კარგად გეცოდინებათ იმის შესახებ, რომ 12 745 სოციალურად დაუცველია ხარაგაულში და აქედან 7 600 იღებს შემწეობას. ხარაგაულში 5 ათასი ადამიანი დღეს შემწეობას ელოდება. საუბარია, დაახლოებით 2300 ოჯახზე, რომელიც უკიდურესად გაჭირვებულია და დახმარებას ელოდება. თქვენ დახმარებას აძლევთ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს. საგამოძიებო უწყებას უნდა მივმართო, უნდა ჩაერთონ პროკურორები, თქვენ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატიც ხართ და სოციალურ დახმარებასაც ამ ნიშნით გასცემთ. ეს კაცი არის ჩვეულებრივი ქურდი, თქვენ ამ ოთახში არ უნდა იყოთ, ციხეში უნდა იყოთ. ამ კაბინეტიდან უნდა გაგიყვანონ იმიტომ, რომ კორუფციაში მონაწილეობა მიიღეთ. მე ახლა პოლიციას გამოვიძახებ. თქვენ ხართ მძარცველი. ნორმალური სახელმწიფოს პირობებში, თქვენ ციხეში უნდა იყოთ იმიტომ, რომ ქურდი ხართ. დაიღალეთ? დაღლა მერე ნახეთ ციხეში რომ იქნებით იმ კორუფციის გამო, რასაც აკეთებთ“,- მიმართა ხაბეიშვილმა სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელს.

მან ლევან ხაბეიშვილის ბრალდებები უარყო.

„მიმართეთ პრესცენტრს. კორუმპირებული თქვენ ხართ. დამამთავრებინეთ საუბარი, ტყუილს ლაპარაკობთ. ციხეში თქვენ უნდა იყოთ. სოციალურად დაუცველი არ არის, დახმარებას ბავშვებზე იღებს. ტყუილს ლაპარაკობთ. კორუმპირებული და მძარცველი თქვენ ხართ. რა შეურაცხყოფას მაყენებთ“,- განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა.

ადგილზე სიტუაცია მოქალაქეებსა და ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა. ისინი ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოქალაქეები და საკრებულოს წევრები მოძრაობის წარმომადგენლებს ხარაგაულიდან წასვლისკენ მოუწოდებენ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის