პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილისა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილისა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი, ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რუმინეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლაე ჩუკას შეხვდა და საქართველო-რუმინეთს შორის არსებული ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას განცხადებით, საქართველოსა და რუმინეთს ძალიან ინტენსიური, მნიშვნელოვანი თანამშრომლობა აქვთ.

დოკუმენტი, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი პრეზიდენტების მიერ - სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, მოიცავს პრაქტიკულად ყველა მიმართულებას, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას აკავშირებს და იმ თემებს, რომელიც საქართველოსთვის და საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: ეს არის ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია, რუმინეთის მხარდაჭერა ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური მიმართულებებში.

,,პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა სწორედ ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ თემებს. რუმინეთი კვლავ და კვლავ რჩება საქართველოს აქტიურ მხარდამჭერად როგორც ევროკავშირში შიგნით, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებში.

ჩვენ მოხარულები ვართ, რომ რუმინეთი არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ყოველთვის, იქნება ეს ევროკავშირი თუ ნატო, აფიქსირებს საქართველოს მხარდამჭერ პოზიციებს და არის ერთგული იმ პოზიციისა, რომელიც მან განსაზღვრა საქართველოსთან მიმართებაში, რადგან რუმინეთი თვლის, რომ საქართველო მისი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ვმდებარეობთ ერთ რეგიონში, შავი ზღვის რეგიონში და სწორედ შავი ზღვაა ის გეოგრაფიული არეალი, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს ევროპასთან, ევროკავშირთან და არის ჩვენი ბუნებრივი საზღვარი ევროკავშირთან.

გამომდინარე აქედან, რუმინეთის მთავრობასთან ერთად ჩვენ ვგეგმავთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც ასევე მხარდაჭერილია ევროკავშირში და ევროკავშირის საფლაგმანო ინიციატივების მიერ. ეს არის სწორედ დაკავშირებადობა და ენერგეტიკული პროექტები ორ ქვეყანას შორის. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ეს პროექტები განხორციელდება და ჩვენი მოსახლეობა კონკრეტულად იგრძნობს იმ ბენეფიტებს, რომლებიც ექნება სწორედ ამ პროექტებს და იქნება მათი შედეგი.

როგორც აღვნიშნე, რუმინეთი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი სუვერენიტეტის ძალიან აქტიური მხარდამჭერი ქვეყანაა. ამ მიმართულებით ძალიან ბევრს ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და რუმინეთი ყოველთვის აფიქსირებს იმას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია“,- განაცხადა თეიმურაზ ჯანჯალიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა