სალომე ზურაბიშვილი - ომი უკრაინის გამარჯვებით და ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისა და ევროკავშირის გაერთიანებით  დასრულდება

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ სამივე ქვეყანა (უკრაინა, მოლდოვა და საქართველო) ევროპული გზის შედეგს და ჩვენი ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციას ვნახავთ. ეს ომი უკრაინის გამარჯვებით, უკრაინის რეკონსტრუქციით და ჩვენი და ევროკავშირის გაერთიანებით დასრულდება, - ამის შესახებ საქართველო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, ევროპამ უკრაინის ომის შედეგად, არა მხოლოდ რუსეთის რეალური სახე დაინახა, არამედ სხვანაირად დაინახა ჩვენი ქვეყნები - საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.

„უკრაინის ომმა ყველას დაანახა, თუ რა არის რუსეთის აგრესიის, რუსეთის იმპერიალური ხედვისა და ქცევის რეალური სახე. დღეს ამ გამოწვევის გამო და უკრაინის და მისი ხალხის თავდადების და გაუტეხლობის მეშვეობით, ახალი შესაძლებლობების გზაც გაიხსნა. ევროპამ არა მხოლოდ რუსეთი დაინახა სხვანაირად, არამედ სხვანაირად დაინახა ჩვენი ქვეყნები - ის ქვეყნები, რომლებიც ევროპისკენ მიიღწოდნენ და რომელთათვისაც უკრაინის ომის შემდეგ ეს გზა უკვე ხსნილია. ეს გზა სამივე ქვეყნისთვის არის ევროპული პერსპექტივის გზა. უკრაინისთვის და მოლდოვისთვის უკვე მინიჭებული კანდიდატის სტატუსი, რისთვისაც მე კიდევ ერთხელ მინდა ამ შემთხვევაში, მოლდოვას ეს სტატუსი მივულოცო.

ჩვენ ერთი და იგივე პერსპექტივაში ვრჩებით და ერთი და იგივე გზაზე მივდივართ. ერთი და იგივე რეფორმები გვაქვს ჩასატარებელი. ჩვენი ცოტა სხვა კალენდარში ჯდება, იმ 12 რეკომენდაციის შესრულების გზით უნდა მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსს და მოლდოვას და უკრაინას აქვთ ასევე, თავიანთი რეფორმები ჩასატარებელი. სამივე ქვეყანამ ევროინტეგრაციის უფრო აქტიური ფაზა ასოცირებული ტრიოს სამიტიდან დაიწყო, რომელიც ბათუმში, პეტრას ციხის ტერიტორიაზე გაიმართა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სამივე ამ გზის შედეგს და ჩვენი ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციას ვნახავთ. ეს ომი უკრაინის გამარჯვებით, უკრაინის რეკონსტრუქციით დასრულდება და ჩვენი და ევროკავშირის გაერთიანებით. ეს არის ის, რაც არის სიმბოლურად ნიშანი და გზავნილი პრაღის სამიტის, სადაც პირველად, ევროკავშირის წევრები და ევროკავშირის კანდიდატობის, თუ პერსპექტივის მქონე ქვეყნები ერთად, ერთი მაგიდის ირგვლივ დასხდნენ და ეს არის სიმბოლიკა იმისი, რომ ჩვენ ყველანი ვართ ერთი ევროპული ოჯახის წევრი. ეს არის ჩვენი მომავალი და სხვა მომავალი, სხვა პერსპექტივა არც ერთს არ გაგვაჩნია. ამიტომ ჩვენ გვიწევს მეტი სოლიდარობა ჩვენ შორის, ორივე ქვეყნის შორის და გაძლიერება ჩვენი ურთიერთობების ამ კუთხით, მეტი სოლიდარობა ასევე ევროკავშირთან და ევროკავშირს ჩვენს მიმართ, იმიტომ რომ ჩვენი მომავალი განუყოფელი არის, ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება განუყოფელია,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
Samsung Galaxy Z Fold6 და Z Flip6: Galaxy AI-ის ახალი ეტაპი
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით სიმსივნური დაავადებების მკურნალობის ინოვაციური მეთოდი დაინერგა
მანჩესტერში Sports Networking Lounge - G7 ნოემბერში გაიხსნება
ალტაში უახლესი Samsung Galaxy AI კეცვადი სმარტფონებისა და ჭკვიანი აქსესუარების პრეზენტაცია გაიმართა
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო