ნიკა მელია - ვერავის დავეთანხმები, რომ ოპოზიცია უმოქმედოა, ოპოზიცია უკანასკნელი 10 წელია ებრძვის მძიმე მოწინააღმდეგეს, რომელიც პუტინის რეჟიმთან მჭიდრო კავშირშია

მე ვერავის დავეთანხმები იმ ნაწილში, რომ ოპოზიცია უმოქმედოა, ოპოზიცია უკანასკნელი 10 წელია ებრძვის ძალიან მძიმე მოწინააღმდეგეს, რომელიც პუტინის რეჟიმთან მჭიდრო კავშირშია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს "ერთიანი საქართველოს” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებას, რომ ოპოზიცია უმოქმედოა და საპარლამენტო საქმიანობა აზრსმოკლებული, მელია განმარტავს, რომ "ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი წუხილი ისმის პოლიტიკოსებისგან".

"ეს მოსაზრება არსებობს არამხოლოდ ნინო ბურჯანაძისთვის, არამედ სხვა პოლიტიკოსებისთვისაც, რომელსაც მიაჩნიათ, რომ საპარლამენტო საქმიანობა შესაძლოა, აზრმოკლებული იყოს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი წუხილი მესმის პოლიტიკოსებისგან. თუმცა, საუბარი იმაზე, რომ ოპოზიცია არ არის ქმედითი და ოპოზიციას გაცილებით მეტი შეუძლია, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვართ ავტოკრატიული რეჟიმის ფარგლებში მოქმედი პოლიტიკური პარტიები. დღეს რომ ოპოზიციური სპექტრი არსებობს, ვფიქრობ, ეს თითოეული პოლიტიკური პარტიის დამსახურებაა. ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდებოდა, რომ ხელისუფლება დღეს შეცვლილი იყოს, პოლიტპატიმრები არ იყვნენ, ქვეყანა განვითარების გზაზე იყოს. ავტოკრატიული რეჟიმი არის გამორჩეული სისასტიკით, პირველ რიგში პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ ბრძოლაში. მე ვერავის დავეთანხმები იმ ნაწილში, რომ ოპოზიცია უმოქმედოა, ოპოზიცია უკანასკნელი 10 წელია ებრძვის ძალიან მძიმე მოწინააღმდეგეს, რომელიც პუტინის რეჟიმთან მჭიდრო კავშირშია",- აღნიშნავს მელია.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ ბურჯანაძეს კითხვები იმას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად თანმიმდევრულია ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა და პარლამენტში დარჩენა, მელია განმარტავს: " ეს საკითხი ბევრჯერ დამდგარა დღის წესრიგში. ამ ეტაპზე შესაძლებელია, რომ პოლიტიკური ბრძოლა გაიმართოს პარლამენტის მიღმა და პარლამენტის ფარგლებშიც. მსჯელობას წინ არაფერი უდგას".

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს