გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ ევროპარლამენტისგან უმძიმეს და უმკაცრეს რეზოლუციას მიიღებს - ამ ხელისუფლების ცვლილებას ელოდება მთელი სამყარო

„ქართული ოცნება“ ევროპარლამენტისგან უმძიმეს და უმკაცრეს რეზოლუციას მიიღებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მან ისაუბრა ბრიუსელში „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად ვიზიტზე და განაცხადა, რომ მას აქვს რეზოლუციის პროექტის შინაარსი, რომელიც ძალიან მძიმეა.

მისივე თქმით, მთავარი გზავნილია დეოლიგარქიზაციაზე, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იქნება მოხსენიებული.

„დეოლიგარქიზაციის კანონზე იცით რა უთხრეს კობახიძის ამფსონებმა ევროკომისიას? მათ ხომ უთხრეს დაგვცინით, რა უკრაინული კანონი გადათარგმნეთ, თქვენ ხომ კარგად ხართ საერთოდ? „ქართულ ოცნებაში“ რა უთხრეს იცით? - უკრაინამ თავის დროზე ხომ გააგზავნა ვენეციის კომისიაში და იმ დასკვნით ვიხელმძღვანელებთო. და ეს ადამიანები იცით რას ამბობენ? მაგათი საბავშვო ბაღია? აი, ამ სიტყვებით ლაპარაკობს ხალხი უკვე. მწყობრიდან არიან გამოსულები, ეს არ არის ადამიანური საუბარი. რა ჯგუფი უნდა გამოვაგზავნოთ, არაფერი გაკეთებული არ არისო. ამიტომ გეუბნებით, დეკემბერში ნურაფერს ნუ ელოდებით. გადაიწია თებერვალი-მარტისკენ ამ ჯგუფის გამოგზავნამ. დაემატა კიდევ ის, რომ კანონის მიღება საკმარისი არ არის. თუ პროგრესი არ იქნება, შეიძლება, ჯგუფი არც თებერვალ-მარტში ჩამოვიდეს.

საკმარისზე მეტი განცხადებებია გაკეთებული. „ქართული ოცნება“ ევროპარლამენტისგან უმძიმეს და უმკაცრეს რეზოლუციას მიიღებს. ამ რეზოლუციის შინაარსი მაქვს და ძალიან მძიმეა. მთავარი გზავნილი დეოლიგარქიზაციაზეა, სახელებით და გვარებით. ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებული იქნება. მეტი ვინ უნდა იყოს? მეტი ოლიგარქი ამ ქვეყანაში არ არის და ვინ უნდა ჩაწეროს ევროკავშირმა კიდევ? პარტნიორებს ასე არ ექცევიან და არ ელაპარაკებიან. არ აპირებს ჩვენს ნაცვლად საქართველოში ნაბიჯები გადადგას. ამ ხელისუფლების ცვლილებას ელოდება მთელი სამყარო“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის განმარტებით, ევროკავშირის საგარეო კომიტეტში მას და ზურა ჯაფარიძეს მადლობა გადაუხადეს იმ სამუშაოსთვის, რაც გააკეთეს სამოქალაქო სექტორთან ერთად.

"თქვენ აჩვენეთ ის პროცესი, რომელსაც ჩვენ ველოდებოდით „ქართული ოცნების“ მხრიდან. ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი შეთანხმდით, ამ შეთანხმების მიღმა არის „ქართული ოცნება“, - ეს იყო სიტყვა-სიტყვით, რაც გვითხრეს“,- აღნიშნა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო