დეპუტატ ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა გადაიდო

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა, სადაც სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატებისთვის უნდა მოესმინათ, გადაიდო. კომიტეტის სხდომის გადადების მიზეზი "ქართული ოცნების" დეპუტატის ირაკლი ხახუბიას გარდაცვალებაა.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ალექსანდრე კობაიძის, ლევან კოკორაშვილის, ნუგზარ კოხრეიძისა და გიორგი მარიამიძის კანდიდატურების განხილვა იყო დაგეგმილი.

ცნობისათვის, "ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ცნობით, ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა