ცესკოს თავმჯდომარე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას შეხვდა

ცესკოს თავმჯდომარე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართული შეხვედრის მთავარი თემა 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშში ასახული მიგნებები, რეკომენდაციები და მათი შესრულების მდგომარეობა იყო.

როგორც შეხვედრაზე ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ალბერტ იონსონმა აღნიშნა, 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები იყო გამჭვირვალე და კარგად ადმინისტრირებული.

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს რეკომენდაციების შესრულებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე საქმიანობების შესახებ ინფორმაცია ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მიაწოდა.

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, ეუთო/ოდირთან თანამშრომლობა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ჩვენ განვიხილეთ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც უკავშირდება რეკომენდაციების შესრულებას და გათვალისწინებას იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი კიდევ უფრო ეფექტური იყოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური ინტერვენციების შემთხვევაში ეუთო/ოდირის მოსაზრებები. ამასთან ჩვენ ვისაუბრეთ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობის, ასევე მომავალ წელს გასამართი შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნების შესახებ. განვიხილეთ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები და ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს ადმინისტრაციის წინაშე დგას“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხების და იმ კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრის შესახებ, რომელიც შეიძლება გადაიდგას სხვადასხვა ჩართული მხარის მიერ საარჩევნო კანონმდებლობისა და პრაქტიკის ეუთოსთან აღებულ ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა და მას ასევე დაესწრნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე და ODIHR-ის საარჩევნო მრჩეველი/ოფიცერი საქართველოში ქსენია დაშუცინა.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დელეგაციის ვიზიტი თბილისში 31 ოქტომბერს დაიწყო და 3 ნოემბერს დასრულდება.

დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ სახელმწიფო უწყებების, პარლამენტის, სახალხო დამცველის, სასამართლოს, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება