ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს განცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა იყო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გუშინ გავრცელებული განცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა იყო.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს პარტნიორები თანაბრად უნდა უფრთხილდებოდნენ სამართლის უზენაესობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობას როგორც საკუთარ, ასევე სხვა ქვეყანაში.

„ცოტა მძიმედ უნდა შევაფასო ასეთი განცხადებები. ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვკადრულობთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და სასამართლოს გადაწყვეტილებებზე რაიმე ფორმით ზემოქმედებას. გუშინ ვნახე აშშ-ის საელჩოს განცხადება, ეს იყო სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა, რაც ბუნებრივია, ძალიან მძიმეა. მე სხვა შეფასებას ამას ვერ მივცემ. ჩვენი პარტნიორები თანაბრად უნდა უფრთხილდებოდნენ სამართლის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას როგორც საკუთარ, ასევე სხვა ქვეყანაში, ეს არის ერთადერთი შეფასება, რაც შემიძლია გავაკეთო. ჩვენ სხვანაირად ვუდგებით სასამართლოს დამოუკიდებლობას და სამართლის უზენაესობას“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა.

გვარამიას საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების აღქმაც კი, ასუსტებს საზოგადოების ნდობას სამართალდამცავების, პროკურატურის, სასამართლოებისა და თავად ხელისუფლების მიმართ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა