ბექა ლილუაშვილი - IRI-ის კვლევამ დაადასტურა, რომ ხელისუფლებას ისევე, როგორც ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აინტერესებს ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის მათივე მხარდამჭერების ყოველდღიური პრობლემები

IRI-ის კვლევამ დაადასტურა, რომ ხელისუფლებას ისევე, როგორც ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აინტერესებს ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის მათივე მხარდამჭერების ყოველდღიური პრობლემები, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კვლევაში ნათლად ჩანს, თუ როგორ არის ერთდროულად დაცემული იმ ორი პოლიტიკურ პარტიის რეიტინგი, "რომლებიც მუდმივად ერთმანეთს ეხმარებიან და ასაზრდოებენ".

"მათ აქვთ საკუთარი ტელევიზიები, ჰყავთ არაფორმალური მმართველი თუ ოლიგარქები, "ქართულ ოცნებას" ადმინისტრაციული რესურსებიც, თუმცა ფაქტია, რომ მიუხედავად ამ რესურსებისა, ვერც ერთი პარტია და ვერც მეორე პარტია ვეღარ ახერხებს მხოლოდ საკუთარი დღის წესრიგი შექმნას.

დღითიდღე ცხადი ხდება, მათ შორის ამ კვლევის შედეგებით, რომ ისინი კარგავენ უნარს საზოგადოებას თავზე მოახვიონ თავიანთი ლეგენდები და საზოგადოებაში მათი მხარდაჭერა იკლებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ორივე პარტია აქტიურ პოლიტიკაშია.

კვლევაში ნათლად არის ასახული საქართველოში განვითარებული ბოლო პერიოდის მდგომარეობა:

ქართველი ხალხის მკაფიო დასავლური კურსის შეუცვლელი არჩევანი - რომელსაც "ქართული ოცნება" ცდილობს 12 რეკომენდაციის შინაარსობრივად შესრულების ნაცვლად 12 ალიბის შექმნა დაუპირისპიროს, ხოლო ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ქვეყნის მარცხი საკუთარი ვიწრო პარტიულ ინტერესად აქციოს," - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, ამ მოცემულობაში არ არის გასაკვირი, რატომ არის პარტია "საქართველოსთვის" ყველასთვის მთავარი სამიზნე და დარტყმის ობიექტი.

"ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც ამ ეტაპზე თავის გეგმას ასრულებს და მიუყვება. ეს იმ პირობებში, როცა სრულად შეზღუდული გვაქვს მედია რესურსები, ფაქტობრივად ყველა პარტიულ ტელევიზიაში.

მეტიც, "იმედზე" გვაშუქებენ მხოლოდ მაშინ, როცა ხელისუფლება დაუკვეთავს ბინძურ პროპაგანდას და ტყუილებს ჩვენს პარტიასა თუ ლიდერებზე.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ჩვენ ასე თანმიმდევრულად და ნაბიჯ - ნაბიჯ დავასრულებთ ორპოლუსიანობას, "ქოცების" და "ნაცების" გაუთავებელ ურთიერთ ქიშპს და ამით ქვეყნის დაზიანებას", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი