საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „ლელოს“ მიერ წარდგენილ „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“ პროექტს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „ლელოს“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“ პროექტს მხარი არ დაუჭირა.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, თუ რატომ არ მიიჩნევს მნიშვნელოვნად „ლელო საქართველოს“ მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პროექტს, რომელიც ქვეყანაში ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას ეხება.

„მიგვაჩნია, რომ ეს არ განაპირობებს უპირობოდ იმის გარანტიას, რომ ამ ფუნქციების კონცენტრაცია, რომელიც სახელმწიფოს დღესაც აქვს, ერთ სააგენტოში აპრიორი უკეთეს შედეგს გვაძლევს. რაც შეეხება ათასგვარ შეფასებას, ვიმეორებ, არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ კორუფცია არ არსებობს. არ არსებობს ისეთი ქვეყანა, სადაც კორუფცია არ არის. არსებობს ქვეყნები, სადაც განა იმიტომ, რომ საგამოძიებო საქმიანობა ჰქონდათ კონცენტრირებული ერთ ხელში, როგორიცაა ნორვეგია, სკანდინავიის ქვეყნები, ახალი ზელანდია, სადაც ყველაზე მაღალია ანტიკორუფციული მედეგობის ხარისხი, იქაც გაფანტული იყო უამრავ სახელმწიფო ინსტიტუციაში, მაგრამ თვითონ პოლიტიკა მართეს ეფექტურად. ვიმეორებ, ეს პოლიტიკა არის მრავალ ვექტორიანი და ვერასდროს იქნება ერთი უწყების ასაწევი ტვირთი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მუდმივად უნდა ვიაროთ ამ გზაზე. ცნობიერების შეცვლა, ეკონომიკური საქმიანობის გამჭვირვალობა და კიდევ მილიონი კომპონენტია, რამაც ეს უნდა უზრუნველყოს. ამიტომ ვამბობ, რომ მაგალითად მე, ვერ ვხედავ, რომ ამ ცვლილებებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეიტანოს ცვლილება ანტიკორუფციული საქმიანობის ეფექტურობის გაზრდაში“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

თავად კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მათ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ევროკავშირის მოთხოვნებს პასუხობს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?