ქართული პრესის მიმოხილვა 17.11.2022

გახდება თუ არა პოლონეთის ინციდენტი მესამე მსოფლიო ომის მიზეზი

“ის ჯგუფი გაიმარჯვებს, ვისაც სააკაშვილის მხრდაჭერა ექნება” - სადამდე მიიყვანს ენმ-ს შიდაპარტიული ჯანყი

“ზოგი ჭირი მარგებელია” – მელია თანაპარტიელების ამბოხს “ფილოსოფიურად” უყურებს და თუ გაიმარჯვა, მსუბუქი “რეპრესიებით” შემოიფარგლება

* * *

გახდება თუ არა პოლონეთის ინციდენტი მესამე მსოფლიო ომის მიზეზი

“პოლონეთის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ რაკეტა სავარაუდოდ, რუსული წარმოების იყო, თუმცა, ჯერჯერობით არ აქვთ მყარი მტკიცებულებები, თუ ვინ ისროლა. აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსაც ნაკლებადსავარაუდოდ მიაჩნია, რომ რაკეტა რუსეთიდან ყოფილიყო გასროლილი. თუმცაღა როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, არაა გამორიცხული, რომ ეს კრემლის მიერ კარგად შეფუთული პროვპოკაცია იყოს, რადგან პუტინს უნდა, რომ ომის წაგება დაერქვას არა უკრაინასთან, არამედ ნატოსთან. ამასთან ანალიტიკოსი ამბობს, რომ დასავლეთი მესამე მსოფლიო ომს არ დაუშვებს, თუმცა პასუხი მწვავე იქნება. გახდება თუ არა პოლონეთის ინციდენტი მესამე მსოფლიო ომის მიზეზი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გახდება თუ არა პოლონეთის ინციდენტი მესამე მსოფლიო ომის მიზეზი.

“15 ნოემბერს პოლონეთში, უკრაინასთან საზღვრიდან დაახლოებით შვიდ კილომეტრში მდებარე სოფელ პშევოდუვში რაკეტა აფეთქდა. დაიღუპა 2 ადამიანი. მალევე, მედიით გავრცელდა სხვადასხვა ვერსიები. როგორც მაისაია ამბობს, ინფორმაციები, რომ თითქოს ეს უკრაინის შეცდომა იყო, მტკნარი სიცრუეა. “მომხდარი ტრაგედიის გამო, პოლონელ ხალხს ვუსამძიმრებ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ. პოლონეთში ჩემს კოლეგებს ველაპარაკე და დამიდასტურეს, თან ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს რუსული რაკეტები იყო. ვარშავაში რუსეთის ელჩიც იყო გამოძახებული. ის ინსინუაციები, რასაც რუსული სააგენტოები წერენ, რომ თითქოს უკრაინული ჰაერსაწინააღდეგო თავდაცვითი სისტემებიდან ჩამოვარდა, მტკნარი სიცრუეა. სურათები მეც ვნახე, რუსული ბალისტიკურ საჰაერო ფრთოსან რაკეტას ძალიან წააგავს, ესაა “ჰა-101”, თუმცაღა არაა გამორიცხული, რომ რუსებმა ექსპერიმენტარული “ჰა-555”" გამოიყენეს, ასეთი ბალისტიკური რაკეტების გადაადგილება მხოლოდ რუსული ბირთვული სტრატეგიული ტრიადის შეიარაღების კომპონენტებს შეუძლია, ანუ სტრატეგიულ ბომბდამშენებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტაბგ მაისაია.

“ჩემი მოსაზრებაა, რომ ეს მაინც შეგნებულად გაკეთებული დარტყმა-პროვოკაციაა. სამშაბათს უკრაინის ტელევიზიაში ვთქვი კიდევაც, რომ ბელარუსში შექმნილი რუსულ-ბელარუსული დაჯგფება, პოლონეთის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული და არა უკრაინის. და ისიც არაა გამორიცხული, რომ ეს ბელარუსიდან ყოფილიყო ნასროლი, თუმცა ესაა შესაძლო ვარიანტი და საბოლოო შედეგს გამოძიება დაადგენს. ჩემი აზრით, ესაა სტრატეგიული ბომბდამშენიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტა და ის შესაძლოა რუსეთის სივრციდანაც მოქმედებდა”, - ამბობს მაისაია და შეკითხვაზე - “თუ რუსეთის ბრეალეულობა დადასტურდა, რითი უპასუხებს ნატო?” - პასუხობს:

“ნატომ ახლა მეოთხე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება და პროცედურა აამოქმედა, ამაზე ოთხშაბათს საკმაოდ სერიოზული დებატები და კონსულტაციებია დაგეგმილი და მერე ვნახოთ, საქმე იმაზე იქნება აამოქმედებს თუ არა მეხუთე მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებას. ალბათ უფრო ის ნაბიჯები იქნება, რომ პოლონეთისა და ლიეტუვას მიმართულებით რაკეტსაწინააღმდეგო და თავდაცვითი ეშელონიზირებულ სისტემებს განათავსებს, რომლის მეშვეობითაც ასეთი ტიპის სამხედრო პროვოკაციული ქმედებებს აღკვეთავს. არა მგონია, რომ მომხდარი მესამე მსოლიო ომის მიზეზი გახდეს, თუმცა მგონია, რომ ნატო სერიოზულად უპასუხებს. ბაიდენის ადმინისტრაციამ უკვე მიმართა კონგრესს თხოვნით, უკრაინისთვის დამატებით 37.7 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფის თაობაზე”

“რესპუბლიკელი” სკეპტიკოსებისთვის, რომლებიც ცდილობდნენ, რომ უკრაინისთვის დახმარება შეემცირებინათ, მათთვისაც პოლონეთის ამბავი ცივი შხაპი იქნებოდა. ალბათ უკრაინასთან დაკავშირებით ახლა სრული კონსენსუსი იქნება და შეიარაღებას გადასცემენ, რომ ამ ამბების მერე უკრაინელები საგრძნობლად წინ წავიდნენ. ყველა შემთხვევაში მგონია, რომ დასავლეთი უკრაინას ისეთ დახმარებას მიაწვდის, რომ ფრონტზე შეეტყობა. საყურადღებოა ერთი დეტალი, რომ პოლონეთის ამბები აშშ-სა და რუსეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელების ანკარის შეხვედრას დაემთხვა. შემდეგ ბერნსი კიევში ჩავიდა, ნარიშკინი კი თეირანში გაფრინდა და დიდი ეჭვი მაქვს, რომ რუსეთი და ამერიკა ვერ შეთანხმდა და რუსეთმა გადაწყვიტა, რომ ნატოელების მიმართ ”სიგნალი” გაეშვა”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“„ჩემი აზრით, ამ ინციდენტზე რუსების მხრიდან კარგადაა ნაფიქრი, რომ მათ არ დაბრალებოდათ, ეს კარგად შეფუთული პროვოკცია და ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ვარიანტია ნატოს წინააღმდეგ, თან ისეა შეფუთული, რომ რამე რომ იყოს, ვერ შეედავები. ამიტომ ნატომ რაც შეიძლება გააკეთოს ესაა, რომ მეხუთე მუხლი აამოქმედოს და პოლონეთსა და ლიეტუვაში ჰაერსაწინაარმდეგო და რაკეტსაწინაარმდეგო თავდაცვის უკვე ეშელონიზირებული სისტემები განათავსოს. არა მგონია, რომ დასავლეთმა მესამე მსოფლიო ომი დაუშვას, მაგრამ რუსები მუსკულებს ძალიან საშიშად ათამაშებენ, ჩემი აზრით, პუტინს არ უნდა, რომ უკრაინასთან წააგოს და ცდილობს ნატო წამოიკიდოს, რათა ომში წაგება დაერქვას ნატოსთან და არა კიევთან. თან პუტინის გარემოცვაში ახალი ქორები ჰყავს და აქეზებენ. ყველაზე სიანტერესო ისაა, რომ “ვაგნერის” კერძო სამხედრო დაჯგუფებას პუტინმა საბრძოლო ავიაცია გადასცა, ეს დაუშვებელია”, - დაასკვნის მაისაია.

“აღსანიშნავია, რომ მომხდარის შემდეგ დასავლეთისგან რეაქცია მყისიერი იყო, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი აკვირდება ვითარებას და მოკავშირეები მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებენ. ინფორმაციას უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უწყების ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების მოხვედრის შესახებ ცნობები “მიზანმიმართული პროვოკაციაა” ვითარების ესკალაციის მიზნით. ბალიზეში,”დიდი ოცეულის” სამიტზე მყოფი ნატო-სა და "დიდი შვიდეულის" ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და პოლონეთს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.ქვეყნები ადასტურებენ ურყევ მხარდაჭერას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე. პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე აფეთქება ერთჯერადი ინციდენტი იყო და არ არსებობს მინიშნებები, რომ ეს კვლავ განმეორდება.მისი თქმით, სავარაუდოდ, ეს იყო რუსული წარმოების რაკეტა, მაგრამ ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, ვინ გაუშვა რაკეტა”, - დასძენს გამოცემა

“როგორც პოლონეთის პრეზიდენტი აცხადებს, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დაჰპირდა, რომ შემთხვევის გამოსაძიებლად ამერიკელ ექსპერტებს გააგზავნიან. მისი თქმით, მოკავშირეები მხარს უჭერენ პოლონეთს ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის ყველა დებულების დაცვით. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ის სერიოზულად აღიქვამს რუსეთის უარყოფას პოლონეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობაზე. თურქეთის პირველი პირის თქმით, ეს სავარაუდოდ, ტექნიკური შეცდომის შედეგი იყო. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს პოლონეთში მომხდარი აფეთქების შესახებ ტელეფონით ესაუბრა, მისი თქმით, საუბრისას აღნიშნა, რომ პოლონეთში მომხდარზე რეაგირება უნდა იყოს მკაცრი და პრინციპული. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და ორი ადამიანი იმსხვერპლა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთიდან გასროლილი ყოფილიყო”, - წერს სტატიის ავტორი.

“ბაიდენმა, პოლონეთში მომხდარი აფეთქების გამო, ოთხშაბათს დილით “დიდი შვიდეულის” ლიდერების საგანგებო შეხვედრა მოიწვია. შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, გაერთიანებული სამეფოს პრეიერ-მინისტრი, რიში სუნაკი, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, კანადის პრეზიდენტი, ჯასტინ ტრუდო და იაპონიის პრემიერი, ფუმიო კიშიდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, ესპანეთის პრეზიდენტი, პედრო სანჩესი, იტალიის პრემიერი, ჯორჯია მელონი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“ის ჯგუფი გაიმარჯვებს, ვისაც სააკაშვილის მხრდაჭერა ექნება” - სადამდე მიიყვანს ენმ-ს შიდაპარტიული ჯანყი

“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება გრძელდება. პარტიაში პოზიციები ისევ ორადაა გაყოფილი. დაპირისპირების ახალი კერა კი ნიკა მელია განცხადებამ გააჩინა, რომელმაც “ტვ პირველთან” საუბარში განაცხადა, რომ მოგების შემთხვევაში, პარტიიდან ვინმეს გაშვებას არ გეგმავს, თუმცა პარტიულ თანამდებობებს რამდენიმე თანაგუნდელი ვერ დაიკავებს. მისივე თქმით, წარმოუდგენელია რაიმე პროგრესზე საუბარი, როცა პარტიაში არიან ადამიანები, ვისი ნდობაც არ შეიძლება, რადგან შებრუნებისას ზურგში დანას ჩაგარტყამენ. ამასთან ცნობილი ხდება, რომ ლევან ხაბეიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს. მან ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, მისი მიზანია, ენმ მხარდამჭერებს დაუბრუნდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ის ჯგუფი გაიმარჯვებს, ვისაც სააკაშვილის მხრდაჭერა ექნება” - სადამდე მიიყვანს ენმ-ს შიდაპარტიული ჯანყი.

“ხაბეიშვილი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას შტაბი, რომელშიც გაერთიანდება ყველა ის ადამიანი, ვისაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს და შესთავაზა გიორგი ჩალაძეს, შტაბს უხელმძღვანელოს. მელია კი არ გამორიცხავს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში 3-4 კაცმა პარტიული მაღალი თანამდებობა აღარ დაიკავოს. თუმცა ვის გულისხმობს, არ აკონკრეტებს. ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ 7 პირისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს, რათა არჩევნებისთვის ყველაფერი მომზადდეს და პროცესმა გამართულად ჩაიაროს. რაც შეეხება მელიას განცხადებას, დავით კირკიტაძე ამბობს, რომ საკუთარი აზრის გამოთქმა ხურგში დანის ჩარტყმას არ ნიშნავს. ენმ-ს საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე მიიჩნევს, რომ ფოკუსი აბსოლუტურად სხვა მიმართულებით უნდა ყოფილიყო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვის აქვს უფლება, რომ ვინმე პარტიიდან გარიცხოს, მაგრამ წამყვან პარტიულ თანამდებობებს რომ რამდენიმე მათგანი ვერ დაიკავებს, ცხადზე უცხადესია. იქ უნდა იყვნენ ადამიანები, ვინც არიან მხოლოდ და მხოლოდ საქმეზე ორიენტირებული და არა სხვა გეგმებითა და ამოცანებით არიან გამსჭვალული, რაზეც მომავალში ვისაუბრებ. პარტია არის ცოცხალი ორგანიზმი. ვფიქრობ, რომ პარტიაში სათადარიგო სკამზე არის ათობით ძალიან ღირსეული, კომპეტენტური, კვალიფიციური ადამიანი, რომლებსაც აქვთ უნარი იყვნენ ძალიან ეფექტურები. როცა იდეური განსხვავება გაქვს შენს რამდენიმე თანამებრძოლთან, ეს ეხება 3-4 ადამიანს, ბუნებრივია შეუძლებელია საუბარი პროგრესზე და განვითარებაზე, სადაც არ არის გუნდური სულისკვეთება, სადაც შეიძლება თვალის დაუხამხამებლად ადამიანმა ზურგში დანა ჩაგარტყას. თუ ეს მას შეუძლია დღეს, მერწმუნეთ ამას გააკეთებს ხვალ, როგორც ოპოზიციაში ყოფნისას, ასევე ხელისუფლებაში ყოფნისას”, - განაცხადა ნიკა მელიამ. ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ 7 პირისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს, რათა არჩევნებისთვის ყველაფერი მომზადდეს და პროცესმა გამართულად ჩაიაროს. რაც შეეხება მელიას განცხადებას, დავით კირკიტაძე ამბობს, რომ საკუთარი აზრის გამოთქმა ხურგში დანის ჩარტყმას არ ნიშნავს. ენმ-ს საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე მიიჩნევს, რომ ფოკუსი აბსოლუტურად სხვა მიმართულებით უნდა ყოფილიყო”, - განაგრძობს გამოცემა.

“საჯარო დისკუსიას, მათ შორის აზრის გამოთქმას ვერავინ ვერავის აუკრძალავს და არ ვიცი, როდიდან გახდა ზურგში დანის ჩარტყმა ახალგაზრდების მხრიდან საკუთარი მოსაზრების გამოთქმა და საკუთარი წინადადების დაყენება. რაც შეეხება მელიასთან საუბარს არჩევნებთან და იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც არსებობდა პარტიასა და პარტიის მხარდამჭერებს შორის, მე პირადად მასთან მქონია საუბარი, მქონია ათეულობით ადამიანის თანდასწრებით და გამოსავლის გზის ერთ-ერთ ვარიანტად მისთვის მიმიცია რჩევა, რომ ჩატარებულიყო არჩევნები. თავმჯდომარე კიდევ, უნდა იყოს გამაერთიანებელი და არა ვინმეს გამშვები და ცენზორი პარტიაში”, - ამბობს პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი დავით კირკიტაძე. ენმ-ს საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე მიიჩნევს, რომ ფოკუსი აბსოლუტურად სხვა მიმართულებით უნდა ყოფილიყო”, - დასძენს გამოცემა.

“არ დამიმალავს ჩემი პოზიცია. ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ უკვე ვერაფერს ვერ შევცვლით, თორემ კი, გეთანხმებით, რომ ფოკუსი აბსოლუტურად სხვა მიმართულებით უნდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ ვსაუბრობდით ჩვენ იმაზე, რომ ძალიან სწრაფად უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი, მაგრამ ამავდროულად ნაჩქარევი გადაწყვეტილებების შემთხვევაში რაიმე შეცდომა რომ გაგვეპაროს, ეგეც არ გვინდა. შესაბამისად, დასკვნებს ალბათ ყველანი შემდგომ გამოვიტანთ, რა მოხდა, როგორ მოხდა, ფორსირება იყო აღნიშნული საკითხის თუ არა. მე არ ვფიქრობ, რომ სწორია ზოგადად ერთ ადამიანზე გადაბრალება ყველაფრის,“ - განაცხადა ბაჩო დოლიძემ. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ დავით კეზერაშვილი პარტიაში რომ არ ჩარეულიყო, დაპირისპირება მაინც იქნებოდა, რადგანაც სააკაშვილის დისტანცირების შემდეგ, ლოგიკური იყო, რომ ჯგუფებს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა გაჩაღდებოდა. მისი თქმით, სააკაშვილის დუმილი არ ნიშნავს, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას ნამდვილად აპირებს. ამიტომაცაა, რომ ოირვე დაჯგუფება მისი სახელით მანიპულირებს, რადგან იციან, რომ პარტია სააკაშვილის გარეშე საკმაოდ დიდ ელექტორატს დაკარგავს და საერთოდ პარტიის არსებობა კითხვის ქვეშ დადგება. ის ჯგუფი იქნება გამარჯვებული, ვის მხარესაც სააკაშვილის მხარდაჭერა მეტი იქნება”, - წერს სტატიის ავტორი.

“პარტიაში გადალაგების პროცესია დაწყებული და ეს მოსლალოდნელიც იყო. კარგია, რომ ეს პროცესი ახლა მიდის და არჩევნებამდე 2 წელია დარჩენილი. პარტიას ჩამოყალიბება მოუწევს. მათთვის უკეთესი ვარიანტი ის იქნება, რომ როცა არჩევნების დრო მოვა, წაგებული ჯგუფი მოგებულის უპირატესობას აღიარებს. პარტია არ გაიყოფა და ყველაზე კარგი შედეგი პარტიისთვის ეს იქნება. უნდა შეძლონ და პოლიტიკური თანაცხოვრება ერთად გააგრძელონ. სხვაგვარად გაყოფის შემთხვევაში ორივე ჯგუფი დაზარლდება. ჩვენ ვნახეთ 2016 წელს როგორ გამოეყო ენმ-ს “ევროპელები”, “სტარტეგია აღმაშენებელი” და “გირჩი”, და მათი რეიტინგი რა არის, ხომ ვხედავთ. იგივე მოუვა იმ ჯგუფს, რომელიც ენმ-იდან წამოვა, ხოლო გამარჯვებული გუნდი ხმებს დაკარგავს და წასულები ელექტორატის ნაწილს გაიყოლებენ. ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, სააკაშვილის მხარდაჭერა ვის ექნება. რომელი ჯგუფი უფორ დაარწმუნებს ელექტორატს, რომ ის მათ მხარესაა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ნაცებს ყველაზე დიდი პრობლემა 2024 წელს წარმოეშვება, როცა არჩევნები ჩატარდება. ამიტომ არავინ იცის სააკაშვილის ბოლო განცხადება არჩევნების წინ რა იქნება. დარწმუნებული ვარ, თუ მას ჯამრთელობა ხელს შეუწყობს, “ოცნება”“ მას ციხეში შემოინახავს. მერე რა განცხადებას გააკეთებს, ეს არავინ იცის. ამიტომ საკმაოდ რთული სიტუაციაა. რა მოხდება “ნაციონალებში”, ბევრი რამ ამაზე იქნება დამოკიდებული. თუ უნდათ, რომ პარტია ძლიერ პოლიტიკურ ორგანიზაციად დარჩეს, ერთად ყოფნა წაგების შემთხვევაშიც ამ ჯგუფებმა უნდა შეძლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში რა სახის პარტიას მივიღებთ, არავინ იცის”, - დაასკვნის ძაბირაძე.

“ზოგი ჭირი მარგებელია” – მელია თანაპარტიელების ამბოხს “ფილოსოფიურად” უყურებს და თუ გაიმარჯვა, მსუბუქი “რეპრესიებით” შემოიფარგლება

“ზურგში დანის ჩარტყმის მეტი რა არის ჩვენს რეალობაში და მითუმეტეს პოლიტიკაში, პარტიის შიგნით გინდა თუ გარეთ? - ასე აფასებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს და ნიკა მელიას იმ განცხადებას, სადაც პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ როცა იდეური განსხვავება გაქვს შენს რამდენიმე თანამებრძოლთან, შეუძლებელია საუბარი პროგრესსა და განვითარებაზე. მისი თქმით, ენმ-ს თავმჯდომარე აღნიშნული განცხადებით ეხება და აკრიტიკებს ყველა იმ პიროვნებას, ვინც მის წინააღმდეგ არის მომართული და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. თუმცა, თუ მელია ამ არჩევნებშიც გაიმარჯვებს, ის არ მოიმოქმედებს არაფერს განცაკუთრებულს მასთან დაპირისპირებული მხარეების საწინააღმდეგოდ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ზოგი ჭირი მარგებელია” – მელია თანაპარტიელების ამბოხს “ფილოსოფიურად” უყურებს და თუ გაიმარჯვა, მსუბუქი “რეპრესიებით” შემოიფარგლება.

“ზურგში დანის ჩარტყმის მეტი რა არის ჩვენს რეალობაში და მითუმეტეს პოლიტიკაში, პარტიის შიგნით გინდა თუ გარეთ? - სწორედ იმ ჯგუფზე საუბრობს მელიაც, რომელმაც დროზე ადრე წარმოადგინა არჩევნების ჩატარების იდეა. შიდა ვითარება მათ უფრო კარგად იციან, ამიტომ გამორიცხული არ არის ამ ადამიანებში კეზერაშვილს, ალასანიასა და სააკაშვილსაც გულისხმობდეს. ხოლო რაც შეეხება იმას თუ მელია რას იზავს ხელმეორედ თავმჯდომარეობის შემთხვევაში. ჩვენ ვიცით, რომ მელია აქამდეც იყო ინფორმირებული მის მიმართ უკმაყოფილების შესახებ, მაგრამ არაფერი გაუკეთებია მიუხედავად იმისა, რომ “„ნაციონალური მოძრაობის” მოქმედი თავმჯდომარეა. ჩემი აზრით, ის არც ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში მიიღებს განსაკუთრებულ ზომებს”, - აცხადებს გამოცემის კორსპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ხოლო ნიკა მელია კითხვაზე - თუ მოიგებს, გარიცხავს თუ არა ამ ადამიანებს პარტიიდან, ვინც “ზურგში დანა ჩაარტყა?” პასუხობს, რომ პარტიულ თანამდებობებს რამდენიმე მათგანი ვერ დაიკავებს. “ვის აქვს უფლება, რომ ვინმე პარტიიდან გარიცხოს, მაგრამ წამყვან პარტიულ თანამდებობებს რომ რამდენიმე მათგანი ვერ დაიკავებს, ცხადზე უცხადესია იმიტომ, რომ იქ უნდა იყვნენ ადამიანები, ვინც არიან მხოლოდ და მხოლოდ საქმეზე ორიენტირებული და არა სხვა გეგმებითა და ამოცანებით არიან გამსჭვალული, რაზეც მომავალში ვისაუბრებ. პარტია არის ცოცხალი ორგანიზმი. ვფიქრობ, რომ პარტიაში სათადარიგო სკამზე არის ათობით ძალიან ღირსეული, კომპეტენტური, კვალიფიციური ადამიანი, რომლებსაც აქვთ უნარი იყვნენ ძალიან ეფექტურები. როცა იდეური განსხვავება გაქვს შენ შენს რამდენიმე თანამებრძოლთან, ეს ეხება 3-4 ადამიანს, ბუნებრივია შეუძლებელია საუბარი პროგრესზე და განვითარებაზე, სადაც არ არის გუნდური სულისკვეთება”, - ამბობს მელია.

“სადაც შეიძლება თვალის დაუხამხამებლად ადამიანმა ზურგში დანა ჩაგარტყას, თუ ეს მას შეუძლია დღეს, მერწმუნეთ ამას გააკეთებს ხვალ, როგორც ოპოზიციაში ყოფნისას, ასევე ხელისუფლებაში ყოფნისას... 2020 წელი მახსოვს, როდესაც ბატონი გრიგოლ ვაშაძე ინგლისურად დაგვემშვიდობა, ანუ არ დაგვემშვიდობა და გაიმართა შიდა პრაიმერისი ჩემსა და ლევან ვარშალომიძეს შორის. ისე დაიწყო საარჩევნო კამპანია და ისე დასრულდა, არც ერთი გადაბრუნებული სიტყვა არც მე მიკადრებია ლევან ვარშალომიძის მიმართ და არც ლევან ვარშალომიძეს უკადრებია ჩემ მიმართ ტალახის სროლა. არ გვიკადრებია და არც ვიკადრებთ არასდროს, რატომ? იმიტომ, რომ ის იყო რეალური, გულწრფელი პროცესი, მაშინ, როდესაც საარჩევნო კამპანია დაწყებული არ არის და პირველი სამი წლის განმავლობაში აგრესიის გარდა იმ ადამიანების მხრიდან არ მიგვიღია, რომელთა პირდაპირი პასუხისმგებლობა იყო, წლების განმავლობაში მათ შორის, რომ პარტია ყოფილიყო ბევრად უფრო ძლიერი. ზოგი ჭირი მარგებელია. მე პირადად, თუ გაინტერესებთ დავრწმუნდი, რომ რიგი ადამიანების პირობებში შეუძლებელი შეიძლება გამხდარიყო პარტიული წინსვლა”, - მიიჩნევს ნიკა მელია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა