სალომე სამადაშვილი სენატში გაკეთებულ განცხადებაზე - ეს ერთ-ერთი სერიოზული სიგნალია, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები ამ ხელისუფლებას სანდო პარტნიორად აღარ განიხილავენ

კობახიძის განცხადება არის მტკნარი ტყუილი და მორიგი თავდასხმა ამერიკის შეერთებულ შტატებზე - 30 წლის მანძილზე აშშ ფუნდამენტურად მნიშვნელოვან დახმარებას უწევს ჩვენ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და ბევრი სხვა მიმართულებით, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის შეფასება სენატორ შაჰინის განცხადებაზე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

„შეგახსენებთ, რომ სენატის მოსმენაზე ასევე საუბარი იყო აშშ-ის ელჩზე თავდასხმასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან. აშშ გასული 30 წლის მანძილზე ფუნდამენტურად მნიშვნელოვან დახმარებას უწევს ჩვენ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და ბევრი სხვა მიმართულებით, სტრატეგიული პროექტების დაფინანსებით ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამიტომ ცხადია, ეს არის ტყუილი და შეგახსენებთ, რომ ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ სენატში და სხვაგანაც განცხადებები, სადაც "ქართული ოცნების" თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციებზე იყო მწვავედ გაკრიტიკებული. ასე რომ, ეს არის მტკნარი ტყუილი და კობახიძის მორიგი მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს“,- განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, დაფინანსების თაობაზე მსჯელობა არის იმის სიგნალი, რომ სტრატეგიული მოკავშირეები აღარ განიხილავენ ამ ხელისუფლებას როგორც სანდო პარტნიორს და მსგავსი გადაწყვეტილება უკვე ნახა საზოგადოებამ ევროკავშირის 75 მილიონიან დაფინანსებასთან დაკავშირებით.

„ფაქტობრივად, არ შეიძლება გვქონდეს რაიმე წარმატების მოლოდინი ევროატლანტიკური მომავლის თვალსაზრისით, თუ ვითარება ასე გაგრძელდა. ის, რომ სენატი უკვე განიხილავს, რომ ზეწოლის ბერკეტები უნდა გადაიხედოს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაზე, მათ შორის, ფინანსური დახმარების პაკეტების გადახედვის თვალსაზრისით, ვფიქრობ, არის საგანგაშო, რადგან ეს არის ერთ -ერთი სერიოზული სიგნალი იმის, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები აღარ განიხილავენ ამ ხელისუფლებას როგორც სანდო პარტნიორს“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისათვის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა დასვა საკითხი იმის თაობაზე, რომ საქართველოსთვის დაფინანსების გამოყოფა „მის ქცევასთან იყოს დაკავშირებული“.

„საქართველოში უზარმაზარი უკუსვლაა და ჩვენ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვუწევთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს. მე ვამბობდი, რომ შესაძლოა, ამ დახმარების გარკვეული ნაწილი დავაკავშიროთ საქართველოს მხრიდან ქცევასთან და მე დამარწმუნეს სახელმწიფო დეპარტამენტის და წარმომადგენელთა პალატის წევრებმა საბიუჯეტო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში, რომ შესაძლოა, ამის გაკეთება კარგი არ ყოფილიყო, მაგრამ ვფიქრობ, შესაძლოა, უნდა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით. საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო ძირითადი ვალდებულება, რის შესრულებასაც გეგმავდა, მაგრამ მათ აშკარად უღალატეს საკუთარ სიტყვას ამ ვალდებულებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა.

შაჰინის ამ განცხადებას ირაკლი კობახიძე და გამოეხმაურა აღნიშნა, რომ "აშშ-ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი „ენჯეოებზე“ მიდის, ამიტომ ჩვენთვის ეს ნაკლებად საინტერესოა - ამაზე იდარდონ „ენჯეოებმა”.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

სალომე სამადაშვილი სენატში გაკეთებულ განცხადებაზე - ეს ერთ-ერთი სერიოზული სიგნალია, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები ამ ხელისუფლებას სანდო პარტნიორად აღარ განიხილავენ

კობახიძის განცხადება არის მტკნარი ტყუილი და მორიგი თავდასხმა ამერიკის შეერთებულ შტატებზე - 30 წლის მანძილზე აშშ ფუნდამენტურად მნიშვნელოვან დახმარებას უწევს ჩვენ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და ბევრი სხვა მიმართულებით, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის შეფასება სენატორ შაჰინის განცხადებაზე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

„შეგახსენებთ, რომ სენატის მოსმენაზე ასევე საუბარი იყო აშშ-ის ელჩზე თავდასხმასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან. აშშ გასული 30 წლის მანძილზე ფუნდამენტურად მნიშვნელოვან დახმარებას უწევს ჩვენ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და ბევრი სხვა მიმართულებით, სტრატეგიული პროექტების დაფინანსებით ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამიტომ ცხადია, ეს არის ტყუილი და შეგახსენებთ, რომ ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ სენატში და სხვაგანაც განცხადებები, სადაც "ქართული ოცნების" თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციებზე იყო მწვავედ გაკრიტიკებული. ასე რომ, ეს არის მტკნარი ტყუილი და კობახიძის მორიგი მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს“,- განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, დაფინანსების თაობაზე მსჯელობა არის იმის სიგნალი, რომ სტრატეგიული მოკავშირეები აღარ განიხილავენ ამ ხელისუფლებას როგორც სანდო პარტნიორს და მსგავსი გადაწყვეტილება უკვე ნახა საზოგადოებამ ევროკავშირის 75 მილიონიან დაფინანსებასთან დაკავშირებით.

„ფაქტობრივად, არ შეიძლება გვქონდეს რაიმე წარმატების მოლოდინი ევროატლანტიკური მომავლის თვალსაზრისით, თუ ვითარება ასე გაგრძელდა. ის, რომ სენატი უკვე განიხილავს, რომ ზეწოლის ბერკეტები უნდა გადაიხედოს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაზე, მათ შორის, ფინანსური დახმარების პაკეტების გადახედვის თვალსაზრისით, ვფიქრობ, არის საგანგაშო, რადგან ეს არის ერთ -ერთი სერიოზული სიგნალი იმის, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები აღარ განიხილავენ ამ ხელისუფლებას როგორც სანდო პარტნიორს“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისათვის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა დასვა საკითხი იმის თაობაზე, რომ საქართველოსთვის დაფინანსების გამოყოფა „მის ქცევასთან იყოს დაკავშირებული“.

„საქართველოში უზარმაზარი უკუსვლაა და ჩვენ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვუწევთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს. მე ვამბობდი, რომ შესაძლოა, ამ დახმარების გარკვეული ნაწილი დავაკავშიროთ საქართველოს მხრიდან ქცევასთან და მე დამარწმუნეს სახელმწიფო დეპარტამენტის და წარმომადგენელთა პალატის წევრებმა საბიუჯეტო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში, რომ შესაძლოა, ამის გაკეთება კარგი არ ყოფილიყო, მაგრამ ვფიქრობ, შესაძლოა, უნდა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით. საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო ძირითადი ვალდებულება, რის შესრულებასაც გეგმავდა, მაგრამ მათ აშკარად უღალატეს საკუთარ სიტყვას ამ ვალდებულებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა.

შაჰინის ამ განცხადებას ირაკლი კობახიძე და გამოეხმაურა აღნიშნა, რომ "აშშ-ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი „ენჯეოებზე“ მიდის, ამიტომ ჩვენთვის ეს ნაკლებად საინტერესოა - ამაზე იდარდონ „ენჯეოებმა”.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია