ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნების" ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება, რომელმაც  მშვიდობის შენარჩუნება მოახერხა

ათი წლის განმავლობაში, ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება ძალიან რთულ გარემოში. ასეთ პირობებში მშვიდობის შენარჩუნებას სჭირდებოდა, რა თქმა უნდა, სერიოზული ძალისხმევა და ჩვენ ეს მოვახერხეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს.

მისი თქმით, „ქართული ოცნების" ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რომელმაც მოახერხა მშვიდობის შენარჩუნება. „ათწლიანი მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის არის აუცილებელი, რომ ქვეყანა განვითარდეს, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით".

ირაკლი კობახიძემ თავის გამოსვლაში ყურადღება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე გაამახვილა.

„მშვიდობა, და სიმშვიდე, ეს არის მიღწევა რაც გვაქვს ჩვენ და ამ ყველაფრის შედეგია ორნიშნიანი ეკონომიკური ზრდა. მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი გახდა პრემიერი, არცერთი თვე არ ჩავარდნილა, ყველა თვე გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდით. ეს გრძელდება ორი წლის განმავლობაში. შარშანდელი წელი დავხურეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით და პირველი სამი კვარტლის მონაცემებით გვაქვს 10,2 % -იანი ეკონომიკური ზრდა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უმრავლესობის ლიდერმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხდა გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა.

„მადლობა კიდევ ერთხელ მოთმინებისთვის, გამოსვლისთვის. უნდა გაგრძელდეს ეს დაწყებული გზა. ჩვენ გვჭირდება მშვიდობის შენარჩუნება, სიმშვიდის შენარჩუნება, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება და დარწმუნებული ვარ, სწორედ ასე გაგრძელდება პროცესები პრემიერის ხელმძღვანელობით", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს