სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საპილოტე პროექტი განხორციელდება

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საპილოტე პროექტი განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის მნიშვნელობასა და მის მოსალოდნელ შედეგებზე, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ისაუბრა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ირაკლი მეძმარიაშვილის ინფორმაციით, საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებულ სპორტულ სკოლებსა და ფიზიკურ აქტივობებში ჩართული მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის, ჯანმრთელობის სკრინინგის პროგრამა განხორციელდება.

მისივე თქმით, საპილოტე პროგრამის შედეგების გაცნობის და გაანალიზების შემდეგ, შესაძლოა მოსწავლე-ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოეწყოს და ამისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდება.

„შეხვედრის მონაწილეებმა კომიტეტის ინიციატივა მოიწონეს და მისი განხორციელების მნიშვნელობა აღნიშნეს. შეხვედრაზე კომიტეტის წევრებმა სპორტის სფეროში დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობისგან, მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების კუთხით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ინფორმაცია მოისმინეს და იმ საჭიროებებს გაეცნენ, რასაც ადგილობრივი სპორტსმენები და მწვრთვნელები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.

ირაკლი მეძმარიაშვილი და კომიტეტის წევრები ადგილობრივ სპორტის მესვეურებს, პრობლემების მოგვარებაში, კონკრეტული ქმედებების განხორციელებას და დახმარებას დაჰპირდნენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრას, სპორტისა და ახალგაზრდული კომიტეტის წევრებთან ერთად, კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები და კულტურის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, განათლებისა და მეცნიერების და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების წევრები დაესწრნენ.

კომიტეტის გასვლითი სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, პარლამენტის წევრებმა ოზურგეთის სპორტული ინფრასტრუქტურა, მოქმედი და მშენებარე სპორტული მოედნები, ჩოგბურთის კორტები, ფეხბურთის და რაგბის სტადიონები მოინახულეს. დეპუტატები ასევე ეწვივნენ სოფელ ბახვის საჯარო სკოლას, სადაც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, სასმელი წყლის გამწმენდ- გამფლირტავი სისტემები დამონტაჟდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა