გიორგი კაპანაძე - მელია ჯერ კეზერაშვილს აკრიტიკებდა, მერე დაახლოებით ბოდიშისმაგვარი განცხადებები მესმოდა, ვერც ის გავიგე რატომ ლანძღავდა და ვერც ის - რატომ უწოდა ოლიგარქი

როდესაც კრიტიკული მედიის დამფუძნებელს ოლიგარქი უწოდე, „ქართული ოცნება“ დღემდე იყენებს შენს ამ განცხადებას და უგზავნის მათ შორის უცხოელ პარტნიორებს, რა თქმა უნდა, ეს იყო დამაზიანებელი განცხადება თავმჯდომარის მხრიდან“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ შეფასებებზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი კაპანაძის თქმით, ნიკა მელიას მხრიდან შეცდომა იყო ისიც, რომ რეგიონებში გასვლას, „ცხელ შემოდგომას“ და საეტაპო ბრძოლას აანონსებდა, საბოლოოდ კი მსგავსი რამ არ ვერ დაინახეს.

„როდესაც მე ვხედავ, რომ ადამიანი აანონსებს საეტაპო ბრძოლას და შემდეგ ეს საეტაპო ბრძოლა არ იწყება, როცა ვხედავთ, რომ „ცხელი შემოდგომა“ ანონსდება და არც „ცხელი შემოდგომა“ არ არის, როდესაც გამოდიან და ამბობენ, რომ ჩვენ შემოვივლით ქალაქებს, სოფლებს, რაიონებს, ყველას შევხვდებით და დიდი აქციისთვის მოვემზადებით და ეს ვერ დავინახეთ, რა თქმა უნდა, შეცდომა იყო. ახლა კიდევ აქციების დაანონსების ნაცვლად, გვესმის ასეთი სახის ანონსი, რომ „რაღაცას ვიტყვი“, „რაღაცის თქმას ვაპირებ“. ჯერ ერთი, თუ რამის თქმას აპირებ, უნდა თქვა, ამას ანონსი არ სჭირდება, კომიკური სიტუაციაა სამწუხაროდ. როდესაც შენ რაღაც თქვი და ამით ოპოზიციური სპექტრი დააზიანე, კრიტიკული მედიის დამფუძნებელს უწოდე ოლიგარქი, „ქართული ოცნება“ დღემდე იყენებს შენს ამ ფრაზას და განცხადებას და უგზავნის მათ შორის უცხოელ პარტნიორებს, რა თქმა უნდა, ეს იყო დამაზიანებელი განცხადება თავმჯდომარის მხრიდან“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

მისივე შეფასებით, ნიკა მელიას დავით კეზერაშვილის მიმართ არათანმიმდევრული განცხადებები აქვს გაკეთებული, რაც გაუგებარია.

„მე მესმოდა განცხადებები, სადაც კეზერაშვილს აკრიტიკებდა და მერე მესმოდა განცხადებები დაახლოებით ბოდიშისმაგვარი, სადაც უკან მიჰქონდა თავისი სიტყვები, ვერც ის გავიგე რატომ ლანძღავდა და ვერც ის გავიგე მერე რატომ იხდიდა ბოდიშებს და ვერც ის გავიგე მეორედ თუ მესამედ რატომ გაემიჯნა და რატომ უწოდა ოლიგარქი, მაინც და მაინც თანმიმდევრულობა მე ვერ დავინახე ამაში“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს