ოპოზიციურმა პარტიებმა, სამოქალაქო სექტორმა, ექსპერტებმა და პროფესიულმა ჯგუფებმა მართლმსაჯულების რეფორმის ერთიანი რეკომენდაციები წარადგინეს. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.
როგორც „მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ ღონისძიებაზე განაცხადა, ახლა „ქართული ოცნება“ ცალკე რჩება.
„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ შევძელით. როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პოლიტიკურმა პარტიებმა, სამოქალაქო სექტორმა, ექსპერტებმა, პროფესიულმა ჯგუფებმა და ყველამ ვინც მართლმსაჯულების თემაზე ვმუშაობთ, ერთიანი რეკომენდაციები წარვადგინეთ. ამას დასჭირდა ბოლო სამი თვის მუშაობა, მაგრამ შევძელით ჩვენ, რომ მთავარ ფუნდამენტურ საკითხზე ვთქვით, რომ ეს არის საერთო ხედვა და ერთიანი რეკომენდაციები. საქართველოს პარლამენტმა, მმართველმა პარტიამ უბრალოდ აიღოს ეს რეკომენდაციები და დადოს როგორც სახელმძღვანელო დოკუმენტი იმისთვის, რომ ევროკავშირის დღის წესრიგის მთავარი პუნქტები შესრულდეს. ეს სჭირდება ამ დღის წესრიგსაც და შიდა პოლიტიკური პროცესის დამშვიდებასა და მათ შორის, პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებასაც, რადგან ამ რეფორმის გარეშე წარმოუდგენელია სხვა წარმატებულ რეფორმაზე ვილაპარაკოთ... მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის მონაწილეობა და ყოფნა ამ საერთო ხედვის წარდგენის დროს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ ცალკე რჩება "ქართული ოცნება" და უბრალოდ მან უნდა გასცეს ახლა პასუხი რატომ შეიძლება არ გაიზიაროს ეს საერთო შეჯერებული პოზიცია“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"